მსოფლიოში

რუსეთმა ჩინეთს დახმარება სთხოვა

ბრიტანული „Financial Times“-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთი ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობას სთხოვს მას შემდეგ რაც ის უკრაინაში შეიჭრა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამან გააჩინა შიში თეთრ სახლში, რომ ჩინეთმა შესაძლოა რუსეთის დახმარება გადაწყვიტოს და შეარყიოს უკრაინის დასახმარებლად მიმართული დასავლეთის ძალისხმევა.

„აშშ-ს სხვა ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ იყო ნიშნები იმისა, რომ რუსეთს ეწურებოდა გარკვეული სახის შეიარაღება, რადგან უკრაინაში ომი მესამე კვირას უახლოვდება“, — ნათქვამია ბრიტანული გამოცემის პუბლიკაციაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

მაიკ პომპეო მონღოლეთსა და სამხრეთ კორეაში არ ჩავა — დონალდ ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო ნატოში აუცილებლად უნდა გაწევრიანდეს — ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის წინასწარ მიცემა დაიწყო

დატოვე კომენტარი