რუსეთმა ამერიკის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშისას ირანელი გენერლის მკვლელობა დაგმო და მას «წინდაუხედავი ნაბიჯი» უწოდა. მოსკოვის მტკიცებით, ეს ნაბიჯი, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. «ამგვარი ქმედებები არ ქმნის, არ ეძებს გამოსავალს კომპლექსური პრობლემებიდან ახლო აღმოსავლეთში. პირიქით, ეს რეგიონში ესკალაციისა და დაძაბულობის ახალი რაუნდის დასაწყისი იქნება», — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
Loading…