ბაიდენის ადმინისტრაციის თანამშრომლები ადასტურებენ რუსეთის დეფოლტს.
რუსეთმა დეფოლტი გამოაცხადა საგარეო ვალზე, რადგან მან მოითხოვა ობლიგაციებზე რუბლებით და არა დოლარით გადახდები, — იტყობინება S&P.
S&P-ის მიხედვით, დეფოლტი ცხადდება მაშინ, როდესაც სუბიექტი არღვევს კონკრეტულ და არა მთლიან ვალდებულებას ვალზე.
მოსკოვს აქვს 30-დღიანი საშეღავათო პერიოდი 4 აპრილიდან გადახდისთვის, მაგრამ S&P-ს არა აქვს მოლოდინები, რომ რუსეთი რუბლებს დოლარად გადააქცევს დასავლური სანქციების გათვალისწინებით, რომელიც ძირს უთხრის რუსეთის სურვილს და ტექნიკურ უნარს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები.
ვალუტის სრული დეფოლტი იქნება პირველი, რუსეთში საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, როდესაც ბოლშევიკების ლიდერმა ვლადიმერ ლენინმა უარი განაცხადა ცარისტული მთავრობის მიერ გამოშვებული ობლიგაციების გადახდაზე.