რუსეთი კიევისგან მარიუპოლის დანებებას ითხოვს

0
128

რუსეთის უკრაინისგან ქალაქ მარიუპოლის კაპიტულაციას ითხოვს. რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის მეთაურის გენერალ პოლკოვნიკის მიხაილ მიზინცევის თქმით, რუსეთი უკრაინას «მარიუპოლის მცხოვრებლების გადარჩენას» სთავაზობს და პასუხს 21 მარტის დილის 5 საათამდე ელოდება. ინფრომაციას რუსული პროპაგანდისტული, სამთავრობო მედია РИА Новости ავრცელებს.

«დაჟინებით ვითხოვთ ოფიციალურ წერილობით პასუხს უკრაინის მხრიდან ხვალ, ანუ 21 მარტის დილის ხუთ საათამდე, ყველაფერ ჩამოთვლილზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარულ შემოთავაზებებზე, მარიუპოლელების და ქალაქის ინფრასტრუქტურის გადარჩენის სახელით» — ციტირებს გენერალს РИА Новости.

მიზნიცევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი კიევისგან ითხოვს «ქალაქში მყოფი ბოევიკ-ნაციონალისტებისთვის მიცემული ბრძანება გახდნენ მარიუპოლის წამებულნი».

«კიევის ოფიციალურ ხელისუფლებას მოვუწოდებთ კეთილგონიერებისკენ და ადრე გაცემული ბრძანების გაუქმებისკენ, რომელიც ბოევიკებს ავალდებულებდა თავი გაწირათ და გამხდარიყვნენ, ბრჭყალებში «მარიუპოლის წამებულები» — თქვა მიზნეცევმა.

რუსული მხარის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები, ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონების წევრები და «უცხოელ დაქირავებული მებრძოლები», რომლებიც ნებაყოფლობით დაყრიან იარაღს, მარიუპოლიდან უსაფრთხო გასასვლელით იქნებიან უზრუნველყოფილი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ «უკრაინული აგრესიის» მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ