განცხადება/მიმართვა

რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა საქართველოს საშინაო საქმეში-ნინო ბურჯანაძე

“ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ განცხადებას აკეთებს:

“განსხვავებით ჩვენი ხელისუფლებისაგან, მსოფლიოს ყველა დედაქალაქში ხედავენ, რომ ქვეყანაში არის ძალიან მწვავე კრიზისი. ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ჩვენი რთული ურთიერთობებიდან გამომდინარე ის, რომ რუსეთის უმაღლესმა პირებმა ერთმნიშვნელოვნად გააკეთეს განცხადება, როგორც საჯაროდ, ასევე პირადი შეხვედრების დროს, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა ამ თემაში, იმიტომ ეს არის საქართველოს საშინაო საქმე.

რა თქმა უნდა, ჩვენ შევეხეთ ყველა თემას, რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებს ეხება. მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს და კარგი იქნება არამხოლოდ ჩემი მხრიდან, არამედ ხელისუფლება თუ გაბედავს, რომ ჩავიდეს და ისაუბროს. თემები, როგორიც არის ავიაფრენების აღდგენის საკითხი, ნამდვილად გადაწყვეტილია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან და ჩვენი აქტიურობა სჭირდება. ასევე პოზიტიურად არის გადაწყვეტილი ვიზების გაუქმების საკითხიც. უბრალოდ ამას სჭირდება ხელისუფლების ადეკვატური მოქმედებები,” – განაცხადა  ნინო ბურჯანაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“საფრანგეთი ისევე როგორც სხვა ქვეყნები არ მისცემენ საქართველოს მოქალაქეებს პოლიტიკურ თავშესაფარს”

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი გადადგა

roma sajaia

დიდი შვიდეულის პრემიერმინისტრები მზად არიან რუსეთთან მიმართებაში მკაცრი კურსი შეინარჩუნონ

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი