“რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლო განცხადებები აჩვენებს, რომ ვერაფერს ხდება ის საქართველოსთან…ამიტომ სასოწარკვეთით ეძებს რუსეთი რაღაც გზებს”-მეთიუ ბრაიზა

0
584

ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწემ  მეთიუ ბრაიზამ “კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს მაპი, თუ ასე არ მოხდა, მხდალი გადაწყვეტილება იქნება.

“ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება შეცდომა იყო, ვიცი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მაშინ ბევრს მუშაობდა, რომ საქართველოს მაპი მიეღო, მაგრამ სხვა მოკავშირეებმა დაბლოკეს. ეს ჰგავდა ხარების ბრძოლისას წითელი ნაჭრის აფრიალებას ფაქტობრივად პუტინს ამით უთხრეს, რომ იმოქმედოს, რადგან საქართველო და უკრაინა ნატოს წევრობას აპირებენ, რაც მისი სტრატეგიული კოშმარი იქნებოდა, მაგრამ ვიდრე ეს მოხდებოდა მას ცოტა დრო ჰქონდა, მიეცა შესაძლებლობა და გამოიყენა…

“ახლა რა უნდა მოხდეს – ვფიქრობ, საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს მაპი, თუ საქართველო არ მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს, ეს იქნება მხდალი პოლიტიკური გადაწყვეტილება“

“როდესაც დიპლომატი ვიყავი, ჩემს კოლეგებს თვალს ვერ ვუსწორებდი, როდესაც კრიზის დროს ამბობდნენ, რომ დიალოგი საჭირო იყო. ამ დროს მხარეს ირჩევ. როდესაც არჩევანს ნეიტრალიტეტზე აკეთებ, დგები აგრესორის მხარეს.

“რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლო განცხადებები აჩვენებს, რომ ვერაფერს ხდება ის საქართველოსთან. მოსკოვში უკვირთ, რომ ის ახალგაზრდები, რომლებმაც რუსული ენა არ იციან მედგრად დგანან პროდასავლურ კურსზე. ამიტომ სასოწარკვეთით ეძებს რუსეთი რაღაც გზებს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს,მაგრამ ეს არასოდეს გამოუვა, რადგან საზოგადოების 80%-ზე მეტს კვლავ ნატოში გაწევრიანება სურს. ხალხი უვიზოდ მიდის ევროპაში, საღად მოაზროვნე ადამიანი როგორ იფიქრებს ამის დათმობას.

“რუსეთი იყენებს ძველ მეთოდებს, რამდენიმე წლის წინ რუსეთმა დაუწესა ღვინის ემბარგო და მიმოსვლაც შეზღუდვა, მაგრამ ქართულმა ღვინომ ახალი ბაზრები იპოვა. რაც შეეხება ფრენებს, არ მგონია ბევრ ქართველს აღელვებს, რომ რუსული ავიაკომპანიები ვერ იფრენენ, ვისაც აღელვებს ბიზნესის წარმომადგენელია”-განაცხადა მეთიუ ბრაიზამ

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ