რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ 14-დან 18 მარტამდე არ განაახლოს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა, გარდა SPFI გადახდის სისტემის გამოყენებით ბაზრის არაღია ტრანზაქციისა.
ბანკის ცნობით, საოპერაციო გეგმების შესახებ განცადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.
მოსკოვის საფონდო ბირჟის არ გახსნის მთავარი მიზეზი პანიკური ვაჭრობის დროებით შეკავებაა. ექსპერტების შეფასებით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია რუსეთის კაპიტალის ბაზრის და საფინანსო სექტორის ჩამოშლა და აქციების ფასების რეკორდული ვარდნა, რისი მიზეზიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებია.
Loading…