კიევში რუსეთის მორიგი საჰაერო იერიშის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
შვიდი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული რაკეტებისა და დრონების შეტევის შედეგად კიევის რეგიონში, — განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში იგორ კლიმენკომ დაწერა, რომ იერიშის დროს დაზიანდა საცხოვრებელი უბნები, საავადმყოფოები და სპორტული ინფრასტრუქტურა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან ექვსი კიევის ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში იმყოფებოდა. ქალაქში ასევე 22 ადამიანი დაშავდა.
ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთი მასიურ საჰაერო იერიშებს ახორციელებს უკრაინულ ქალაქებზე. ომის ფონზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს ლონდონში მიემგზავრება, რათა კონფლიქტის საკითხზე მოლაპარაკებები გამართოს.
