პუტინის კონკურენტ ბორის ნადეჟდინს რუსეთში არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა
რუსეთის საარჩევნო კომისიამ მომავალ თვეში საპრეზიდენტო არჩევნებზე ომის მოწინააღმდეგე კონკურენტის, ბორის ნადეჟდინის კანდიდატურა არ დაარეგისტრირა.
ბ-ნი ნადეჟდინი მსუბუქად აკრიტიკებდა ვლადიმერ პუტინის ყოვლისმომცველ ომს უკრაინაში.
საარჩევნო უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მის კანდიდატურაზე წარდგენილი ხელმოწერების 15%-ზე მეტი იყო ბათილად ცნობილი.
მან სცადა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება, მაგრამ კომისიამ მისი წინადადება არ დააკმაყოფილა.
60 წლის ნადეჟდინმა უარი თქვა დანებებაზე, სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გააპროტესტებს რუსეთის უზენაეს სასამართლოში.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ბატონი ნადეჟდინის მიერ წარმოდგენილი 105 ათასი ხელმოწერიდან 9 ათასზე მეტი იყო გაყალბებული.
კომისიის წევრმა, ანდრეი შუტოვმა თქვა, რომ 95,587 ხელმოწერა დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას დააკლდა 100,000 ხელმოწერა, რომელიც საჭიროა კანდიდატად დასარეგისტრირებლად.