უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ერთ დღეში კიდევ 1 240 ჯარისკაცი, 3 ტანკი და 50-მდე საარტილერიო სისტემა დაკარგა. გენშტაბის შეფასებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთმა უკვე 1 მილიონზე მეტი — დაახლოებით 1 033 930 სამხედრო დაკარგა.
განახლებული მონაცემებით, რუსეთის ტექნიკის დანაკარგებია:
-
ტანკები – 11 016 ერთეული
-
ჯავშანტექნიკა – 22 983
-
საარტილერიო სისტემები – 30 243
-
დრონები – 45 511
-
ფრთოსანი რაკეტები (ჩამოგდებული) – 3 491
-
მანქანები და საწვავის ავზები – 54 923
ამ ფონზე რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა შეწყვიტა მოსახლეობის გარდაცვალების შესახებ მონაცემების გამოქვეყნება. ანალიტიკოსების აზრით, კრემლი ომის რეალური შედეგების დამალვას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი წყაროებით ამ მონაცემების დადასტურება კვლავ შეუძლებელია.
