განცხადება/მიმართვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – აუცილებელია სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის შემდეგ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია აფხაზეთისა და ცხინვალის „უსაფრთხოების გაძლიერების“ აუცილებლობაზე. „სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს მზარდი აქტივობით, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო განვითარების გეგმების განხორციელებით და ამ ქვეყნისთვის თანამედროვე ტიპის იარაღის მიწოდებით“, – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს საერთო ინტერესი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტზე რეგულარული დიალოგის შესანარჩუნებლად ჟენევის ფორმატის, როგორც მრავალმხრივი მოლაპარაკებების პლატფორმის შენარჩუნების შესახებ.

მსგავსი პოსტები

ყველა ეთერში ვაგინე დედა ივანიშვილს…ჩემზე თავდასხმა კი მისი ორგანიზებულია-გიგი უგულავა

roma sajaia

ევროპელები კვლავ განაგრძობენ მმართველი პარტიისთვის 8 მარტის შეთანხმებაზე შეხსენებას

რა განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა ერეკლე კუხიანიძეზე? (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი