თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღი ხალხით სავსე გაფრენის დარბაზში შეიტანეს.
P.S.-ის წყაროს ინფორმაციით ეს ქიმიური იარაღი იპრიტია, რომელსაც ისლამური სახელმწიფო სირიაში იყენებს.
ეს ქიმიური ნივთიერება თბილისის აეროპორტში 47 წლის რუსეთის მოქალაქემ დიმიტრი ბიკოვმა შეიტანა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბიკოვმა სიცოცხლისთვის საშიში სითხე რუსული ავიახაზების — «აეროფლოტის» გაყიდვების ოფისის კედელზე მიასხა.
შემთხვევის შედეგად მოიწამლა 10 ადამიანი.