განცხადება/მიმართვამსოფლიოში

რუსეთის მთავრობამ გამჭვირვალედ გამოიძიოს ნავალნის მკვლელობის მცდელობა-ჯოზეფ ბორელი

„ევროკავშირი ყველაზე მკაცრი ფორმით გმობს რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნის მოწამვლას. გერმანიის შეიარაღებული ძალების სპეციალიზებული ლაბორატორიის მიერ განხორციელებული ტოქსიკოლოგიური ანალიზი ადასტურებს, რომ ბატონი ნავალნი მოწამლეს საბჭოთა კავშირის და მოგვიანებით რუსეთის მიერ განვითარებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის სამხედრო დონის ქიმიური ნერვული აგენტით. ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ ვითარებაში ყოვლად მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
აუცილებელია, რომ რუსეთის მთავრობამ ზედმიწევნით და გამჭვირვალედ გამოიძიოს ბატონი ნავალნის მკვლელობის მცდელობა. ალექსეი ნავალნის საქმე გაუხსნელი არ უნდა დარჩეს. პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. ევროკავშირი ყურადღებით განაგრძობს საკითხზე დაკვირვებას და განიხილავს შესაძლო შედეგებს“, – ნათქვამია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

“მე მათ მივმართავ…”- ნიკა მელია ოპოზიციას მიმართავს

roma sajaia

აშშ-ის ფედერალურ მთავრობაზე კონტროლის მისაღებად მზადება დაიწყეს ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა

მცხეთა-მთიანეთში 6 ადგილზე დაემატა სიჩქარის მზომი  “ჭკვიანი” კამერები

დატოვე კომენტარი