წყაროს ცნობით, ხანძარი გაუჩნდა რუსეთის ერთადერთ ავიამზიდ “ადმირალ კუზნეცოვს”. კრეისერზე ცეცხლის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ვრცელდება ინფორმაცია ერთ დაზარალებულზე.
ხანძარი რუსეთის ერთადერთ ავიამზიდზე, “ადმირალ კუზნეცოვზე” გაჩნდა. ინტერფაქსის წყაროს ცნობით, გემი მურმანსკის რეგიონში იწვის.
ეს არ არის პირველი ხანძარი, რომელიც გაუჩნდა რუსულ კრეისერს. ათი წლის წინ, ელექტროგაყვანილობის მოკლე ჩართვის გამო, “ადმირალი კუზნეცოვს” ხანძარი გაუჩნდა ხმელთაშუა ზღვის სამხედრო – საზღვაო წვრთნების დროსაც, რომლის დროსაც ნახშირორჟანგით მოწამვლის შედეგად ერთ-ერთი მეზღვაური დაიღუპა.
ამჯერად, წინასწარი მონაცემებით, ავიამზიდზე ხანძარი გაჩნდა პირველ ელექტროგადამცემ ნაწილში.
აღნიშნული ფაქტი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.
