რუსეთის არმიის უძლეველობა, მითია. რატომ?

0
111

ხალხს უკვირს, ისეთ უზარმაზარ ქვეყანას როგორიც რუსეთია რატომ აღმოაჩნდა ესეთი სუსტი ჯარი? შევეცდები გიპასუხოთ.

ყველამ, ვინც ცოტა მაინც ერკვევა პოლიტიკაში იცის, რომ ტოტალიტარიზმის მთავარი თანამგზავრი არის კორუფცია.

ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ყველა დიქტატორს ეშინია თავისი ჯარის იმიტომ, რომ მასთან დაპირისპირების შემთხვევაში დიქტატორი გარანტირებულად გადაგდებული იქნება. ამიტომ დიქტატორები არჩევენ ძლიერ პოლიციას და სუსტ ჯარს. აქ შეიძლება ესეთი კითხვა დაგებადოთ: «და პოლიციას არ შეუძლია დიქტატორს გადაყენება?» არა მეგობრებო, პოლიციას არ აქვს ის შეიარაღება ჯარს რომ შეედაროს. როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს პოლიცია შესაძლებლობებით მაინც ბევრად ჩამორჩება რეგულარულ ჯარს.

ზუსტად ის ხდება პუტინის შემთხვევაში: რუსეთში მან შექმნა ძლიერი და მრავალრიცხოვანი პოლიცია, ხოლო ჯარი დასუსტებულია, როგორც დავინახეთ დღევანდელ რუსეთ-უკრაინის ომში.

აბა რატომ დაიწყო ომი? პუტინი როგორც ლიდერი ყოველთვის დაფრინავდა ღრუბლებში, ჰო, მას ჰგონია რომ ე.წ. «რუსული სამყარო» პოსტ-საბჭოთა სივრცეში უნდა ბატონობდეს როგორც ყოფილი იმპერიის და შემდეგ საბჭოთა კავშირის იდეოლოგიის გამგრძელებელი. მას მართლა  ჰგონია რომ უკრაინელები უნდა გაათავისუფლოს «ნაცისტებისგან»? და სულ არ ამჩნევს იმას რომ ზელენსკი ებრაელია? რა საკვირველია არა, ეს მხოლოდ აგრესიის გასამართლებელი საბაბია, მიზანი კი მთლიანად უკრაინული სახელმწიფოს დამორჩილება და რუსიფიკაცია.

მაგრამ არ გაუმართლა — მას როგორც, ლიდერს ბოლო წლების განმავლობაში თავისივე ყურმოჭრილი მონები არწმუნებდნენ რუსული ჯარის უძლეველობაში. ამ დროს კი  შეიარაღებაზე დახარჯული თანხების დიდი ნაწილი, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში, ნიავდებოდა კორუფციული გარიგებებით.

შედეგიც ლოგიკურია.

ლუკა თეთრაძე

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ