«როცა ცხედრები მიასვენეს სიონში, იმ დღისით პატრიარქი არ გავიდა პანაშვიდზე…»-დეკანოზი ილია ჭიღლაძე

0
566

დეკანოზი ილია ჭიღლაძე 1989 წლის 9 აპრილის განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს:

«ეს ცხრა აპრილის მომდევნო დღეებია, ცხრა აპრილს დახოცილ გმირებს, მათ შორის არასრულწლოვნებს პანაშვიდს უხდის 9 აპრილს გადარჩენილი საღსალამათი «ერის მამა». სხვათა შორის, გათენებულზე, როცა ცხედრები მიასვენეს სიონში, იმ დღისით პატრიარქი არ გავიდა პანაშვიდზე, ეპისკოპოსმა ამბროსი ქათამაძემ იკისრა ეს პასუხისმგებლობა.
როდესაც ვწერ ეკლესიის და ერის მანკიერ და დანაშაულებრივ მხარეებზე, მხოლოდ ეკლესიის და ერის სიყვარული მალაპარაკებს, რაშიც ვერავის ვერ ჩაგთვლით ჩემზე აღმატებულად (სხვათაშორის ვერც პატრიარქ ილია მეორისადმი სიყვარულში ვერავის თავის გამოდებას ვერ მივიღებ, რადგან ეს ადამიანი უზომოდ მიყვარდა და მუდამ თაყვანს ვცემდი შორიდან უკვე ოთხი-ხუთი წლის ასაკიდან მოყოლებული), რადგან მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ერის და ეკლესიის სიყვარულს შევწირე და მივუძღვენი, რასაც ვწერ უარყოფითს, უბრალოდ ობიექტური სიმართლეა, რაზეც ბევრმა უბრალოდ თვალი დაიბრმავეთ და ცრუკერპები აღმართეთ გონებაში, რამაც ქვეყანა და ეკლესია ამ კატასტროფამდე მიიყვანა. ჩემი ყოველი შენიშვნა და კრიტიკა პატრიარქის პიროვნებისადმი და ეკლესიის მდგომარეობისადმი მრავალწლიანი დაკვირვების, გამოცდილების და ობიექტური ცოდნის შედეგია. ასე რომ ან სიმართლე შეიყვარეთ, ან პიროვნების კულტი აირჩიეთ. არავინ გაძალებთ რამეს.»

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ