განცხადება/მიმართვა

«როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი, ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა»

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ  დედა ენის დღესთან  და მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„დარჩა ორი კვირა და ზეიმით შევხვდებით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. დღევანდელი კვირა არის მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღე. მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება თქვენ იცით. ის ატარებდა თავისუფალ ცხოვრებას და შემდეგ სინანულით განიწმინდა, დაემსგავსა ანგელოზს. იმდენად მაღალი იყო მისი სულიერი ცხოვრება, რომ იორდანეს მდინარეზე ფეხით დადიოდა, როგორც დედამიწაზე. ჩვენ შევთხოვთ მარიამ ეგვიპტელს, მოგვცეს მშვიდობა და მოთმინება. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედია, ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს.

დღეს ასევე არის დიდი დღესასწაული, ხსენება ქართული ენისა. იმ დროს, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი, ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა. ბედნიერი ვართ, რომ როდესაც საშიშროება ელოდება ხალხს, ჩვენ ვერთიანდებით. ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება. ღმერთმა მოგვცეს ერთი სული, ერთი გული. სამწუხაროდ, ხდება, რომ ქართველი ხალხი ვერ უგებს ერთმანეთს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«შემთხვევით რამე ხომ არ გეშლებათ ბატონო მინისტრო?»-ჩიქოვანი გიორგი გახარიას მიმართავს (ვიდეო)

«სამწუხაროა, მაგრამ უნდა დავტოვო პარტია და პოლიტსაბჭო»-ენმ-ს წევრი სააკაშვილის განცხადებებზე

«შეკითხვაზე, შევიწყალებ თუ არა ვანო მერაბიშვილს, უყოყმანოდ გიპასუხებთ, რომ კი»-დავით ბაქრაძე

დატოვე კომენტარი