პოლიტიკა

შრომის ინსპექცია დარღვევების სტატისტიკას აქვეყნებს

2015-წლიდან დღემდე 334 კომპანიისა და 580-ზე მეტი ობიექტის შემოწმება მოხდა და უმეტეს მათგანში დარღვევები აღმოჩნდა. “2015 წლიდან დღემდე შემოწმდა 580-მდე ობიექტი. აქედან რემონიტორინგი განხორციელდა 157 ობიექტზე. აქედან რეკომენდაციები 49%-მა არ გაითვალისწინა, 37%-მა კი გაითვალისწინა. 13%-ის შემთხვევაში, რემონიტორინგის დროს სამუშაოები სხვადასხვა მიზეზით დასრულებული იყო“, განაცხადა დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბექა ფერაძემ. ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს საკუთარ მონაცემებს — 2017 წელს შემოწმდა 160 კომპანიის 279 ობიექტი, დარღვევებთან დაკავშირებით, გაიცა 2719 რეკომენდაცია. 2016 წელს შემოწმდა 96 კომპანიის 189 ობიექტი, სადაც გამოვლინდა 1314 დარღვევა. 2015 წელს შემოწმდა 78 კომპანიის 118 ობიექტი, სადაც გამოვლინდა 589 დარღვევა. დაღვევებიდან გამოირჩევა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი პირების დარღვევები.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«მივულოცეთ ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს და თანამოსაყდრე შიოს!»

roma sajaia

«ამ ცვლილების იდეის ავტორი თავად ბიძინა ივანიშვილია»-პოლიტიკური გადალაგება «ოცნებაში»

roma sajaia

საქართველოსა და საფრანგეთს შორის რეგულარული ფრენები 8 აგვისტოდან განახლდება

დატოვე კომენტარი