ერთიანი რუსეთის (Единая Россия ) განცხადებით კუბამ, ვენესუელამ, ბოლივიამ და ნიკარაგუამ გამოხატეს მხარდაჭერა რუსეთის მიმართ.
ამ ქვეყნების ელჩები აღნიშნავენ, რომ ნატო-მ და შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ფაქტობრივად ალტერნატივა არ დაუტოვეს, არ გაითვალისწინეს მისი ინტერესები და განზრახვები, უზრუნველყოს ყველასთვის უსაფრთხოება.
„ომი, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ, არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ კომუნიკაციური. მაგრამ ჩვენ ღია ვართ ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთვის“, – განაცხადეს ელჩებმა საზღვარგარეთ ერთიანი რუსეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და თანამემამულეების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი კლიმოვთან შეხვედრაზე.
Loading…
