პოლიტიკა

რომან გოცირიძემ ნაცმოძრაობა დატოვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა, რომან გოცირიძემ დატოვა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგები. ამის შესახებ მან განცხადება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა. მიზეზად მან საკუთარი ძალების ამოწურვა დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ რომან გოცირიძე 1998 წელს დაინიშნა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის თანამდებობაზე. 2004-2005 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2005–2007 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 2007–2013 წლებში საქართველოს პრაზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭის მდივანი. 2014 წლიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკური კვლევის ცენტრის უფროსი. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 2020 წელს გახდა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით.

Loading…

მსგავსი პოსტები

შარლ მიშელის გზავნილი

პარიზს ძველი ახალი მერი ყავს

სერბეთსა და კოსოვოს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა განახლდეს

დატოვე კომენტარი