საინტერესო

რომაელები და ახალი წელი

ძველ რომში ახალი წელი მარტში აღინიშნებოდა: სწორედ ამ დროს იწყებოდა საველე სამუშაოები. ძვ.წ. 46 წელს რომის იმპერატორმა, იულიუს კეისარმა წლის დასაწყისი 1 იანვრამდე გადაწია. მის მიერ დასახელებული იულიუსის კალენდარი მთელ ევროპაში გავრცელდა.
1843 წელს ლონდონში დაიბეჭდა პირველი საახალწლო ბარათი — ასე დაიწყო საახალწლო მისალოცი ბარათების გაცვლის ტრადიცია.

ითვლება, რომ საახალწლო საჩუქრები — რომაელთა გამოგონებაა. სწორედ რომაელებმა ჩამოაყალიბეს იდეა: როგორც შევხვდებით ახალ წელს, ისე გაატარებთ მთელ წელს! ამიტომ ცდილობდნენ გართობას, ერთმანეთის საჩუქრების მირთმევას: ჯერ გემრიელი საკვები, შემდეგ კი ფული. ძველი რომაელი მწერალი და ისტორიკოსი სუეტონიუსი წერდა, რომ იმპერატორმა ოქტავიანე ავგუსტუსი, ყოველ ახალ წელს,  დაინტერესებული თანამოქალაქეებისგან ფულით სავსე სკივრებს ღებულობდა საჩუქრად.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და საშიში რიტუალი!

ლავრენტი ბერია და კვარაცხელიები

აფრიკის 10 საოცრება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი