პოლიტიკა

როდის ჩამოვა საქართველოში იენს სტოლტენბერგი?

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 18 მარტს საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატოს ოფიციალურ ვებგვერზე უკვე გამოქვეყნდა. ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

გავრცელებული განცხადების თანახმად, დაგეგმილია იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი კობახიძის ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც თბილისის დროით 15:25 საათზე გაიმართება. თბილისში ჩამოსვლამდე, 17 მარტს ალიანსის გენერალური მდივანი აზერბაიჯანის დედაქალაქს, ბაქოს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება.

მომდევნო დღეს სტოლტენბერგი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვსა და თავდაცვის მინისტრს ზაკირ ჰასანოვს შეხვდება. 19 მარტს დაგეგმილია გენერალური მდივნის ერევანში ვიზიტი, სადაც იგი სომხეთის პრეზიდენტს, ვაჰან ხაჩატურიანსა და პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს შეხვედრებს.

მსგავსი პოსტები

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” წევრი გახდა

მარსელში, სომხეთის საკონსულოს წინ, პროტესტის ნიშნად სერჟ სარქსიანის ფოტო დაწვეს

Joni Kvaracxelia

3 ივლისს საქართველოში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა

roma sajaia

დატოვე კომენტარი