სხვადასხვა

როდის მოიხსნება «კომენდანტის საათი»-თარიღი ცნობილია

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს,  რომ 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა სავარაუდოდ მაისის ბოლოს მოიხსნება.

«როცა პიკში ახლა შევედით, ამ ეტაპზე, ისედაც შედარებით რბილი შეზღუდვების კიდევ უფრო შერბილება, ალბათ, არ იქნება მიზანშეწონილი, სანამ ყველას ერთიანი ძალისხმევითა და სოლიდარობით კოვიდი უკან არ დაიხევს, სანამ არ დაიწყება ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემთხვევების შემცირება. ჯერ სტაბილიზაციას უნდა მივაღწიოთ და შემდეგ უკვე გვექნება რეალური საფუძველი იმის, რომ მთავრობამ შეზღუდვები მოხსნას. ის ამისთვის მზადაა. მთავარი შეზღუდვა არის „კომენდანტის საათი“, სხვა შეზღუდვები არის დროებითი და ის სერიოზულ გავლენას არ მგონია რომ ახდენდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ზაფხულში „კომენდანტის საათი“ არ იქნება. მაისის ბოლოსთვის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და „კომენდანტის საათიც“ მოიხსნება, ეს ჩემი აზრია»-განაცხადა ცერცვაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«მახსენდება, სააკაშვილის დროს მამამისი შიო რომ აფრინა მიშასთან და…»-ცოტნე გამსახურდია

«ან დაადასტურებენ რომ მე ვაქეზებდი მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ოჯახს, ან პასუხს აგებენ ცილისწამებისთვის!»-ელისო კილაძე გენერალურ პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს

კვლევის პრეზენტაცია და საგამოძიებო ფილმის ჩვენება

დატოვე კომენტარი