როდის ექნება საქართველოს კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები?-ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

0
25

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარიძის განცხადებით კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება.

“ჩვენ გუშინ საღამოს გვქონდა შეხვედრა დარგის სპეციალისტებთან. გაიწერა ზუსტად ის ალგორითმი, თუ რა ეტაპზე უნდა მოხდეს სწრაფი ტესტით პაციენტების დიაგნოსტირება. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ რომელი სწრაფი ტესტის სახეობა იქნება საქართველოში შემოტანილი.

ჩინეთის რესპუბლიკამ გამოყო საჩუქრად 1000 ტესტი, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში იქნება საქართველოში. ჩვენი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ალგორითმით მოხდება სწრაფი ტესტირება იმ პირებზე, რომლებზეც გვექნება ეჭვი კორონავირუსთან მიმართებაში.

ასევე წარმატებით გრძელდება მოლაპარაკებები კორეის სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც ჩვენ ველოდებით დამატებით 200 ათას ტესტს. შესაბამისად, შემდეგი კვირის ბოლოდან ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ იმის საშუალება, რომ მიიღონ მომსახურება ამ მიმართულებითაც”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ