სხვადასხვა

როდის დაიწყება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია?

არსებული ინფორმაციით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია 22 ივლისს, 10:00 საათზე, დაიწყება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციას გაივლიან 2-დან 6 წლამდე საქართველოს მოქალაქე ან ბინადრობის უფლების მქონე ბავშვები, რეგისტრაციის ადგილის განურჩევლად.

„იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, მას შეუძლია, განცხადებით მიმართოს სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს და ჩაეწეროს სარეზერვო სიაში“-აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

NDI — მოქალაქეებს მაღალი მოლოდინი აქვთ, რომ არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება

«ხორავას ქუჩის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 10 ადამიანი, 8 ამ 10 ადამიანიდან არის პატიმრობაში»-გიორგი გახარია

უბედური შემთხვევა თბილისში

დატოვე კომენტარი