როდის ბედნიერდებიან მშობლები?

0
186

თითოეული მშობლის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ბავშვი იძულებულია დატოვოს თავისი სახლი და დამოუკიდებელ ცხოვრებაში გადავიდეს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უფროსები თავიდან შეწუხდნენ, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ მოგვიანებით ისინი ბედნიერად გრძნობენ თავს.

გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მშობლები უფრო კმაყოფილნი არიან ცხოვრებით და ნაკლებად არიან მიდრეკილნი დეპრესიაზე, როცა მათი შვილები დამოუკიდებლად იწყებენ ცხოვრებას.

კვლევისთვის, მეცნიერები დააკვირდნენ 55 ათასზე მეტ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რომლებიც ევროპის 16 ქვეყანაში ცხოვრობენ. მათ სთხოვეს შეაფასონ კმაყოფილება ცხოვრებიდან 0-დან 10-მდე.

აღმოჩნდა, რომ მშობლებში, რომელთა შვილები უკვე გაიზარდნენ და გადავიდნენ სხვაგან საცხოვრებლად, თავის თავს +0,02 – 0,5 ქულით მიიჩნევდნენ ბედნიერად, ვიდრე მათ, ვინც შვილებთან ერთად განაგრძობდნენ ცხოვრობენ.

ამრიგად, შედეგები აჩვენებს, რომ ხანდაზმულ ადამიანებში ბედნიერების საერთო გრძნობაზე გავლენას სოციალური კავშირები ახდენს. მეუღლეები, შვილები და ახლობლები, რომლებთანაც შეუძლიათ გააიზიარონ გრძნობები და ემოციები, ხანდაზმულთა ცხოვრებაში კეთილდღეობის მთავარი ფაქტორია.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ