განცხადება/მიმართვა

როდიდან შემსუბუქდება “კომენდანტის საათი?”-ამირან გამყრელიძის განმარტება

“ზოგადად, „კომენდანტის საათი“ არ არის ქართული ველოსიპედის გამოგონება. პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში ეს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებად ითვლება​. ამიტომ, ადამიანები როცა ბევრნი არიან ავტობუსში ან მეტროში, რაც მაქსიმალურად უნდა ატარონ პირბადე. ე.წ. კომენდანტის საათის შემსუბუქებაზე ჩვენ ვთქვით, რომ დაკვირვება მიმდინარეობს ეპიდსიტუაციაზე. ახლა არ არის საგანგაშო ეპიდსიტუაცია, კი გაუარესდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ საგანგაშო არ არის. რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტში, აპრილში, დარწმუნებული იყავით, რომ მაისში შევალთ ძალიან კარგი იმედით, ხოლო მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში იგივე „კომენდანტის საათის“ გარკვეულ ცვლილებებზეც შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ”- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ საქართველოში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.

Loading…

მსგავსი პოსტები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად თამარ ონიანი აირჩიეს

„არანაირი სიახლე არ ყოფილა. მიცემული ჩვენების განმეორება იყო. სხვა არაფერ არ იყო, არანაირი სიახლე არ არის, არანაირი ისეთი შეკითხვა არ ყოფილა“

“თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 10 ადამიანი გადაიყვანეს”-შსს განცხადებას ავრცელებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი