განცხადებები

«როდესაც მიხვდებით რას ნიშნავს შვილს როცა სადისტურად გიკლავენ და მერე მის სულში აფურთხებენ მაშინ ვისაუბროთ დანარჩენზე»

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე ღია წერილს პასუხობს:

«დიდი მადლობა დარიგებისათვის.

მე ვიცი განწირული ვარ და შეგუებული ვარ ამ აზრს რაზედაც თქვენ მაფრთხილებთ.

ეხლა რაც შეეხება პარტიებს.
მე ვთხოვე საქართველოს დახმარება და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას.

ძალიან მოხარული ვიქნები თუ მმართველი გუნდიდან გამოვა და დამიდგება გვერდით აქციაზე და ჩემთან,მალხაზ ნაჩალიკაშვილთან და ყველა შვილმოკლულ მშობელთან ერთად იბრძოლებენ სამართლიანობის აღსადგენად.

და ბოლოს

თუ ვინმე ცდილობს ჩემი შვილის საქმე სათავისოდ გამოიყენოს რატო აძლევთ თქვენ ქართველები მაგის უფლებას?

ექვსი თვე დაჩოქილი ვიხვეწებოდი სამართლის აღგდგენას.

სად იყო მმართველი გუნდი როდესაც სახეში მაფურთხებდა პრიკურატურა.

სად იყო გახარია როდესაც ვეხვეწე შემხვდითქო და ფეხებზე დამიკიდა.

სად იყავით თქვენ პირადად ეხლა რო ჭკუას მარიგებთ?

მე ყველა პარტია მ………..ა მმართველიც დ ყოფილიც.

და როდესაც მიხვდებით რას ნიშნავს შვილს როცა სადისტურად გიკლავენ და მერე მის სულში აფურთხებენ მაშინ ვისაუბროთ დანარჩენზე.»-აცხადებს ზაზა სარალიძე.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«მიყვარხართ და მეამაყებით. ქვეყნის ისტორიას წერთ…»-ნიკა გვარამია «მთავარი არხის» ჟურნალისტებს მიმართავს

«რამდენი ხანი უნდა ვიყოთ ილუზიაში, რომ თუ კარგად მოვიქცევით, ივანიშვილი დაგვინდობს და კანონიერად იმოქმედებს?!»-ზაზა ბიბილაშვილი

«ბიძინა ივანიშვილს ტელეკომპანია «იბერიასთან» არავითარი კავშირი არ აქვს»- ეკა ბესელია

დატოვე კომენტარი