«ნაციონალური მოძრაობის» წევრი დავით ნებიერიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან შემხებლობაში მყოფი მირზა სუბელიანის, საპატიმროს დატოვებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:
«როდემდე უნდა აიტანოთ ეს უსამართლობა და მართლაც რომ უღმერთობა? ზუსტად იქამდე სანამ უბედურების აქლემი პირადად თქვენს კართან არ დაიჩოქებს? მერე და გიფიქრიათ, რომ გვიანი იქნება გამოფხიზლება და შეიძლება ისეთი გავერანებული დაგხვდეთ ქვეყანა, რომ ზაზასგან განსხვავებით გვერდში დამდგომიც აღარავინ დაგხვდეთ? არა და თუ ასე გაგრძელდა უბედურება აუცილებლად მოგიკაკუნებთ კარებზე..!»-წერს დავით ნებიერიძე