აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორები შიშობენ, რომ ჩინეთი საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, „ტიკტოკის“ საშუალებით ჩაერიოს.
სენატორები თეთრი სახლის ადმინისტრაციას მიმართავენ, შეაფასოს საფრთხის რეალურობა.
„ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ შესაძლოა, გამოიყენოს „ტიკტოკზე“ კონტროლი პოლიტიკური საუბრების დამახინჯების ან მანიპულირებისთვის, რათა ამერიკელებს შორის უთანხმოება დათესოს და მიაღწიოს მისთვის სასურველ პოლიტიკურ შედეგს“, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც კანონმდებლებმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მოქმედ მდივანსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს გაუგზავნეს.
paqtebi.ge
Loading…