მოთამაშეთა შორის ძალიან განსხვავებული მოსაზრებებია, ერთი ერთ რამეს გვირჩევს, მეორე კი მეორეს. აღსანიშნავია, რომ არსებობს საკმარისი მითები, რომლებიც მოთამაშეებს აბნევს და კარგს არაფერს მოუტანს.
ცნობილი სათამაშო ავტომატები, რომლებსაც ადრე «ცალხელა ბანდიტებს» უწოდებდნენ, გადაიქცნენ მოდერნიზებულ ფერად სლოტებად და დღეს მათ უამრავი საინტერესო წუთის მოტანა შეუძლიათ, რაც აზარტულ მოთამაშეებს მოგების საშუალებას აძლევს.
რამდენიმე სასარგებლო რჩევა:
სლოტების უმეტეს ნაწილს აქვს დოლურები, რომელთა დატრიალებაა საჭირო. თუმცა მოგება, როგორც წესი, მოთამაშისგან დამოუკიდებელია — ის ემყარება შემთხვევითი რიცხვების გენერატორს. ამიტომ, თუ ვინმემ გითხრათ, რომ მან იცის გარკვეული სტრატეგია სლოტების თამაშისთვის და შეუძლია მოგყიდოთ — არასოდეს დაუჯეროთ მას!
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოგების პროცენტი და თუ თქვენ თამაშობთ ნამდვილ სათამაშო დაწესებულებაში, მაშინ ნუ დაიწყებთ თამაშს მანამ, სანამ არ გაარკვევთ ამ მაჩვენებელს, რადგან პროცენტი შეიძლება ძალიან მცირე იყოს და ამას არავინ დარწმუნებით არ გეტყვით. შედეგად კი შესაძლოა დაკარგოთ ფული.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ონლაინ სამორინოები (ე.წ. კაზინოები) ყოველთვის გვთავაზობენ მაღალი პროცენტის მოგების მქონე სლოტებს — 95% -დან 98% -მდე და თქვენს მიერ ანგარიშზე დადებული თანხა არანაირად არ მოქმედებს ამ პროცენტზე, ის მაინც მაღალია.
თქვენს მიერ არჩეული ნებისმიერი სლოტი არ მოგცემთ დიდი მოგების 100%-ით გარანტიას, ასე, რომ თამაშის დაწყებამდე ყურადღებით უნდა გაეცნოთ წესებს და შეადაროთ ეს ავტომატები ერთმანეთს.
კიდევ ერთი ნიუანსი: თამაშის დროს რაღაც თანხის მოგებისას, შეჩერდით ცოტა ხნით და ანგარიშიდან გამოიტანეთ თანხა, ხოლო წაგების შემთხვევაში, მით უფრო, აუცილებლად უნდა შეაჩეროთ თამაშის გაგრძელება. მნიშვნელოვანია, რომ თამაშში თავი უნდა აკონტროლოთ, რადგან მაშინ, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, გაჩერება ძალიან რთულია.
მითები სლოტებზე:
მითებს, რომლებიც მოთამაშეებს შორის ვრცელდება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუჯეროთ, რადგან მათი დაჯერება, საკუთარი სახსრების დაკარგვის შანსს ზრდის.
- მითი: თუ სათამაშო ავტომატს დიდხანს არ მოუცია მოგება, ის ძალიან მალე დაიწყებს ამის განხორციელებას.
- ფაქტი: თითოეული დოლურას ტრიალს წინასთან კავშირი არ აქვს და ის, რომ ამ სლოტზე ჯეკპოტი არავის მოუგია დიდი ხნის განმავლობაში, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს მალე უნდა მოხდეს.
- მითი: სათამაშო ავტომატებში ციკლური მოგებების სისტემები ჩართულია, ანუ გადახდები ყოველთვის უნდა შესრულდეს გარკვეული ინტერვალებით.
- ფაქტი: რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, «სპინები» ერთმანეთზე არ არის დამოკიდებული და მოგება ხდება შემთხვევითი რიცხვების სისტემის წყალობით და ვერაფერი იმოქმედებს შედეგზე.
- მითი: ნამდვილ სათამაშო დაწესებულებაში სლოტების თამაშისას შეგიძლიათ დააჩქაროთ თქვენი მოგება ან როგორღაც მოახდინოთ გავლენა თამაშის შედეგზე.
- ფაქტი: თამაშის პრინციპში არანაირი განსხვავება არ არის რეალურსა და ონლაინ სამორინეს (ე.წ. კაზინოს) შორის და გამარჯვება ყოველთვის სრულიად შემთხვევითია, არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ დაატრიალებთ დოლურას ან და რომელ ღილაკს დააჭერთ.
- მითი: კაზინოს ადმინისტრატორებს ან მფლობელებს შეუძლიათ შეცვალონ გარკვეული პარამეტრები, რათა მომხმარებელი არ დარჩეს მოგებული.
- ფაქტი: თეორიულად თუ ტექნიკურად ეს შესაძლებელია, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში ვერც ერთი ონლაინ სამორინე (ე.წ. კაზინო) ვერ გაბედავს კანონის საწინააღმდეგოდ წასვლას, რასაც საქართველოზე ვერ იტყვი, რადგან ასეთი ქმედებების აღმოჩენის შემთხვევაში, დაწესებულება შეიძლება დაჯარიმდეს ან დაიხუროს კიდეც. მაგრამ ეს არ არის მთავარი — კაზინო კარგავს კარგ რეპუტაციას, რომლის დაბრუნებაც ძალზე ძნელი იქნება.
ღირს ასეთი რჩევების მოსმენა, რადგან ისინი შეიძლება ნებისმიერ დროს გამოდგეთ, ხოლო თამაშში ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, განსაკუთრებით ასეთ ღირებულ ინფორმაციას.
P.S.
და ბოლოს:
ნუ ითამაშებთ სათამაშო ავტომატებს, რადგან მოგების შანსი ძალიან ცოტაა, ხოლო წაგების კი ძალიან დიდი. უმთავრესი კი მაინც ისაა, რომ ამით თქვენ დაზოგავთ თქვენსავე ჯამრთელობას ნერვების სახით.