საინტერესო

როგორ გვმართავს გენეტიკა

ჩვენს ნებაზე ვიქცევით?

ადამიანი გენების ნაკრებია და მის არსებაში ყველა შესაძლებლობა და უნარი, რაც კაცობრიობის არსებობის მანძილზე მოგროვილა, თანაბარწილად არის მოცემული. თუმცა, შესაძლებელია გარემო პირობების ზეგავლენით ცხოვრება ისე წარმართოს, რომ გენეტიკურ მოცემულობას გვერდი აუაროს და სრულიად სხვა რამ შესანიშნავად გამოუვიდეს. ასევე, ბრწყინვალე ახლო გენეტიკური მოცემულობისთვის ძალიან „შორიდან გვერდის ავლის“ მომსწრეც ხშირად ვართ…
ამ ბოლო დროს მეცნიერთა მცდელობით დადგენილია, რომ: გენების ვოზოპრესიული რეცეპტორების მუშაობის რეგულირებით, შესაძლებელია ახალი ისეთი ქცევის გამომუშავება, რომელიც ცხოველის ამ სახეობისთვის გენეტიკურად არც მოცემულია და ზოგადად, დამახასიათებელიც არ არის. ამასთან დამტკიცებულია, რომ ნეიროპეპტიდები სტერეოტიპებს და მდგომარეობას — ახალი ტიპის ქცევას — არაფრისგან არ ქმნიან, გენეტიკაში არსებულის მაგრამ დროთა განმავლობასი მიჩქმალულის — წინ წამოწევით არეგულირებენ.
რენდი ჯირტლი — მეცნიერი ეპიგენეტიკოსი — წლების განმავლობაში კვლევების შედეგად დაასკვნა: „დნმ-ი ეს ჯერ კიდევ არ არის ბედისწერა. ადრე ითვლებოდა, რომ ადამიანურ არსებობას მხოლოდ გენები განსაზღვავენ, მაგრამ ამჟამად ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ რასაც ვჭამთ, ვსვამთ, ან ვეწევით, ზემოქმედებს ჩვენს საკუთარ გენეტიკასა და ჩვენს შემდგომ მომავალ თაობაზე. ეპიგენტიკა გვთავაზობს არჩევანის თავისუფლებას. ეპიგენეზი დნმ-ის შთამომავლობითი ცვლილება არ არის, არის ორგანიზმის უნარი — შთამომავლობით მიღებული გენების აქტიურობის ფორმა სხვადასხვა ფაქტორების — გარემო პირობების ზეგავლენით საფუძვლიანად შეცვალოს. ნორმალური დნმ-ი ჩვენი გენომის 10 პროცენტია. დანარჩენი 90 პროცენტი ევოლუციის „გენეტიკური ნარჩენებია“ და ათასობით დნმ-ის თანმიმდევრობა მრავალრიცხოვან ვირუსებს ეკუთვნის. ჩვენი გენეტიკური მასალის ერთი ნაწილი უჯრედების „მუშაობის“ დამარეგულირებელ „უცნაურ“ მოლეკულებს აწარმოებს. დნმ-ის ამ უბნებს მეცნიერები „ბნელ“ გენომებად მიიჩნევენ, რომელსაც შეუძლია გამოჩეკოს როგორც არწივი — ყვავის კვერცხიდან, ასევე, პირიქით, ყვავი — არწივის კვერცხიდან, იმის მიხედვით, საკუთარ გენეტიკურ მოცემულობას — „ნედლეულს“ , როგორც „სათანადო გადამრთველებს“ — კარგად თუ ცუდად, ვინ როგორ „მოუჯოკრავს“.
გვმართავს გენეტიკა? რომელიც ხან გვამშვიდებს, ხან გვაფრთხობს?
ცდებით დასტურდება, რომ გენები, ტვინი და სოციალური ქცევა ერთმანეთთან ურთულეს ურთიერთობაშია.
ვწერ გონიერი ადამიანებისთვის, რომელთა შორის ჩემი მკითხველების რაოდენობა 1500-ს ოდნავ აღემატება. მაგრამ ეს ციფრი შთამბეჭდავია, რაც მავალდებულებს და ამავე დროს, ძალიან მახარებს. მადლობა მათ.
ნონა მალანია — მათემატიკოსი. თბილისში ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი და თბილისში — ჩემი ჭკვიანი, საქმიანი და უსაყვარლესი მეზობელი. წარმოშობით აფხაზეთიდან… მისმა სიტყვებმა „ერთი რთული ამოცანის ამოხნა ადამიანის ტვინისთვის იგივეა, რაც სხეულისთვის 10-15 წუთიანი სირბილის სახით — ფიზიკური ვარჯიშიო“, ამ სტატიის დაწერისკენ მიბიძგა: ცნობილია, რომ მათემატიკოსები ყველაზე დიდი ფილოსოფოსები არიან. ამერიკული ეროვნული ინსტიტუტის მათემატიკური და ბიოლოგიური სინთეზის კათედრაზე მეცნიერები „გენეტიკური კოდის“ საიდუმლოზე მუშაობას განაგრძობენ. სწორედ მათ განსაზღვრეს ეპიგენეტიკური ფაქტორების ზეგავლენა და სიტყვა „გენეტიკური გადამრთვლები“ პირველებმა ახსენეს.
დიდი ძალიან დიდი ხნის წინ, ასე მგონია „იმ ცხოვრებაში“ ჩავწერე ინტერვიუ, მაგრამ ჩემმა მეხსიერებამ და მიკროფონმა ისე კარგად შემოინახა, გაშიფრულს სიამოვნებით გთავაზობთ:
ნონა, რა შეიძლება ამაზე ითქვას?
გენეტიკური „კოდის საიდუმლო“ ვრცელი და მრავალფეროვანია და მისი საბოლოოდ ამოხნის პრეტენზია არავის აქვს. ყოველ ცდას და ექსპერიმენტს საფუძვლად უდევს მიზანი, რომელის შესახებ ღიად არავინ საუბრობს. პროექტს მოგების მოლოდინის გარეშე არავინ დააფინანსებს. ამიტომ, ის რასაც ჩვენ გვიმხელენ რეალობის მხოლოდ ნაწილია. ბუნებრივია, ცდებით და ექსპერიმენტებით დადასტურებულ ზოგად დასკვნებს უნდა დავჯერდეთ, რომლის მიხედვით ადამიანი საკუთარ ეპოქას მორგებული მისივე წინაპრების გენეტიკური ნაკრების ერთ-ერთი რგოლია და რომ დედამიწაზე მხოლოდ ერთეულებისთვის იხსნება მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენებისკენ მიმავალი „კარი“.
რატომ ზოგიერთებისთვის და არა ყველასთვის?
გენეტიკურად ადამიანში თავმოყრილია ყველა როგორც სასიკეთო, ასევე ბოროტი თვისება, ამქვეყნიდან წასვლის ჩათვლით. ზოგიერთი ადრე ვლინდება, ზოგიც გვიან, არცთუ იშვიათად გამოუყენებელი მზა პროდუქტი პერსონას თან გაყვება, ზოგიერთი — „საოცრებებს“ ახდენს, ორივე არჩევანის საქმეა: მართო ან ზედაც არ შეხედო გენეტიკურ საჩუქარს.
ამასთან, გენეტიკის თემაზე მომუშავე სხვადასხვა მეცნიერები სათანადო გამოკვლევების, ცდებისა და დაკვირვებების საფუძველზე აცამტვერებენ მითს იმაზე, რომ ყველაფერი მხოლოდ გენეტიკაზეა დამოკიდებული და სრულიად ცალსახად ამტკიცებენ გარემოცვის და ცხოვრების წესის ზეგავლენას შთამომავლობით გადასაცემ ნიშნებზე და პასუხობენ შეკითხვებს, რომელიც ადამიანის შთამომავლობასა და ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული.
კაცობრიობის არსებობის მანძილზე დაგროვილი კარგი თუ ცუდი ყველა გამოცდილება-ცოდნა გარკვეული დოზით ყოველ ადამიანშია კოდირებული და იმდენად ბევრია, რომ, თუ გასაღებს არ მოუძებნი და „კოდს“ ანუ „საიდუმლოს“ არ გახსნი, ვერასდროს მიაგნებ საკუთარ გენეტიკურ მეხსიერებაში არსებულ ვერცერთ უნარს, რომლიდანაც დომინანტი უნდა მოინახოს და განვითარდეს ზოგად კონდიციამდე. დამტკიცებულია: ადამიანი ახალს არაფერს სწავლობს, უკვე არსებულს — გამოსავლენად შესაფერსი დროის მომლოდინე, ანუ „თვალს მიეფარებულს“ „აღვიძებს“. ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე (ცნობილია, რომ ასი წელიც ზოგადად სამყაროსთვის ძალიან ცოტაა) მეტი არ სჭირდება და არსებული რეზერვის მხოლოდ 3 პროცენტის რეალიზებას ჯერდება. იმ სამ პროცენტში უპირატესობას რომელ უნარს მიანიჭებს და რომელზე იტყვის უარს, წინაპარზე კი არა, მის პირად არჩევანზეა დამოკიდებული.
გენტიკოსებისთვის ძნელია, სულაც შეუძლებელიც განიჭვრიტონ ვის ცხოვრებაში რომელი უნარი გადავა უცვლელად და რომელი შეიცვლება. შესანიშნავი იქნებოდა კარგი უნარები შთამომავლობით გადაეცემოდეს, მაგრამ გენტიკის მზაკვრობა ამაშია, რომ გვათამაშებს, როგორც უნდა: კარგი თუ ცუდი უნარი შთამომავლობით შეუცვლელად იშვიათად გადადის. „ადამ“ ებრაული სიტყვაა და ქართულად „მიწას“ ნიშნავს… დაბადებიდან მზამზარეულად მოცემული გვაქვს მხოლოდ სხეული — სულიერების გარეშე, სულიერება იძერწება იმის მიხედვით, თუ როგორი დომინირებდა წინაპრებში. გენეტიკის „ბოროტი ხუმრობით“ გენიალურობა არ გადადის, მაგრამ „სისულელეები“ ძალიან სწრაფად აისახება შთამომავალზე და ნებისმიერი ქცევის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს. სხვა ცხოველებისგან განსხვავებით ადამიანს აქვს უნარი მოცემული სასიკეთო თუ „არასასიკეთო“ კორექტურა გენეტიკურ „საცავში“ აქტიურად შეიტანოს. ამიტომ გენეტიკა ერთდროულად გვამშვიდებს და გვაფრთხობს, რადგან შთამომავლობისთვის რომელიმე უნარის ცუდის, თუ კარგის უცვლელად თუ შეცვლილი სახით გადაცემა ჩვენს კომპეტენციას აღემატება. ადამიანებს გენეტიკურად მზამზარეული მხოლოდ ფიზიკური არსებობა გვერგო წილად. სულიერების გამხსნელი ჩვენი პირადი — საკუთარი განუმეორებელი და ერთადერთი „გენეტიკური კოდი“ ანუ „საკუთარი ცხოვრების გასაღები“ „ხელთ გვიპყრია“ და მიწაზე ვიცოცებთ, თუ ფრთების გარეშე ცაში ვიფრენთ — არჩევანი ჩვენზეა.
არსებობს ძველკოლხური ლეგენდა იმის შესახებ, რომ გველებს ფრთები ჰქონიათ და დაფრინავდნენ, თურმე, მაგრამ ყველა შემხვედრს გესლავდნენ მტერს და მოყვარეს არ არჩევნდნენ და უფალმა მათ ფრთები დაუწვა. მეგრულად გველის ერთერთი სახელია „ფსუამეჭვილი“, ანუ „ფრთამიმწვარი“… არცერთი ლეგენდა უსაფუძვლოდ არ ვრცელდება.
როგორც ჩანა, გენეტიკაზე მუშაობამ მეცნიერებს ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნების გაკეთებისკენ უბიძგა. მაგრამ ერთში თანხმდებიან: ნებისმიერი უნარი, კარგიც, ცუდიც — გენეტიკურად მოცემულია, მაგრამ მათ შორის „კარგის“ შეგნებულად ან შეუგნებლად წინ წამოიწევას ფიზიკური და სულიერი ძალისხმევა სჭირდება: ხანდახან შექმნილი სიტუაცია სხვათა და საკუთარი გამოცდილების შეჯამება სწორი დასკვნების გაკეთებას ასწავლის. მაგალითად: თუ გამოჩნდა ახალი მტაცებელი, რომლის საფრთხისგან გადარჩნა ხეზე აძრომით შეიძლება, თვითგადარჩენის ინსტინქტი უკარნახებს, არსებული რეალობისადმი თუ როგორ უნდა განეწყოს და უბიძგებს საკუთარ გენეტიკურ „საცავში“ მოიძიოს უკვე დაჩლუნგებული, ან სრულიად გამქრალი და უკიდურესი გასაჭირისას აღდგენილი უკვე „ახალი“ უნარი. სრულიად გაუცნობიერებლად ხეზე აძვრება და ძლივს გადარჩენილი დროთა განმავლობაში თუ საფრთხე კიდევ დიდხანს გაგრძელდა, შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს, მაგრამ ხეზე აძრომას აუცილებლად ისწავლის, თუმცა კლასიკური გეგებით, მის გენეტიკაში მსგავსი რამ არ შეიმჩნეოდა. შემდეგ, ამ კონკრეტულის მიერ დაგროვილი გამოცდილება და შესაბამისად უკვე მყარ მოცემულობად ქცეული სხეულის ზოგიერთი ნაწილის საფუძვლიანი ცვლილება აქამდე არსებული გენეტიკური ძირითადი უნარების უკან დახევის და „ახლის“ წინ წამოწევის ხარჯზე სრულიად განსხვავებულ „ჯიშად“ ჩამოყალიბებული შთამომავლობის „ავტორი“ ხდება. გენეტიკის მიხედეთ: ზოგიერთ ხეზე ძრომის „მცოდნე“ არსებას დროთა განმავლობაში მტრის არარსებობა და საფრთხის გარეშე ცხოვრება ხეზე აძრომას დაავიწყებს და გენეტიკაში მიინავლება დაიჩრდილება შესაფერისი რეალობის წინაშე დადგომამდე… და ყველაფერი თავიდან იწყება.

ყველაფერს ამცისქვეშეთში საკუთარი „გენეტიკური კოდი“ აქვს.
ნონა, რა არის „გენეტიკური გ დამრთველები?
ამას წინათ გამოქვეყნდა ეპიგენეტიკური ფაქტორების ზეგავლენა ჰომოსექსუალობაზე. ევოლუციური მსოფლმხედველობით ეს მოვლენა თითქოს არ არის მომგებიანი, რადგან არ არის შთამომავლობა. მაგრამ ჰომოსექსუალების გენომი არ იქნა აღმოჩენილი. თუმცა ამერიკული ეროვნული ინსტიტუტის მათემატიკური და ბიოლოგიური სინთეზის კათედრაზე მეცნიერებმა განსაზღვრეს ეპიგენეტიკური ფაქტორების ზეგავლენა. პირველად გამოიყენეს ტერმინი: „გენეტიკური გადამრთვლები“, რომლებიც მამრობით და მდედრობითი სქესს შორის საზღვრებს „იცავენ“. ერთნი ზემოქმედებენ სასქესო ორგანოებზე, მეორენი სექსუალურ იდენტურობაზე, მესამენი სექსუალურ უპირატესობებზე. ხდება: შთამომავლობით მამიდან გოგონაზე, ან დედიდან ვაჟზე, ბიოლოგიური „გადამრთველების“ გადაცემის უკუეფექტი ვაჟების ფემინიზაციას და გოგონების მასკულინიზაციას იწვევს. ამასთან უკუეფექტის მიზეზი უცნობია, მაგრამ დაადგენილია, რომ ყოველ არსებაში ჰომოსექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბებას, ბიოლოგიური წინაპირობაზე ხშირად ცხოვრების წესის ჩამოყალიბება განსაზღვრავს.
ზოგადად კვლევების დონეებს თუ გავითვალისწინებთ, ასე გამოდის, რომ კლონის შექმნის რეალურობა შორს არ არის.
ამ თემას გვერდს ვერავინ აუვლის და ვერც აკრძალავს. ცნობილია, რომ არც ერთ აკრძალვას აღმოჩენებზე არ უმოქმედია. საიდუმლოების ბურუსით მოცული კლონირების პროექტების განხორციელება გრძელდება, თუმცა, ზოგადად არც არის განსაზღვრული რა უნდა უყონ მათ. მაინც მთავარია, ფარულად არ მოხდეს და თვალყურის დევნება შესაძლებელი იყოს, რადგან საფრთხეები ისედაც ბევრი მხრიდან გვემუქრება.
სიმსუქნე გენეტიკურია?
არცერთი სიტვით პირადად მე არაფერს ვამტკიცებ. მეცნიერების მიერ გაკეთებული დასკვნების შესახებ გიყვებით, რომელთა უმეტესობას ალტერნატივა გააჩნია. ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად მეცნიერი კევინ სინკლერის ნათქვამს მოვიშველიებ: „გენეტიოსებმა დაამტკიცეს, რომ ჭამა გენეტიკურ აუცილებლობას წარმოდგენს, მაგრამ ამისთვის სრულ ცოტა საკვები აბსოლუტურად საკმარისია. თუმცა „ფასტფუდის“ ბიზნესის „სიყოჩაღით“ გონიერ ადამიანებს შორისაც ბევრია ჭარბწონიანი. როცა ვჭამთ, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ საკვების ორიოდე ლუკმაც კმარა ჩვენი გენეტიკური „მოთხოვნების“ დასაკმაყოფილებლად. დანარჩენი ვიღაცის „ფულის მახეა“. ვიღაცეებს ვამდიდრებთ საკუთარი სხეულის გადაგვარების ხარჯზე. სხეულს არ ესმის გენეტიკურად ნაკარნახევის აზრი, გონება უნდა დაგვეხმაროს იმის გააზრებაში თუ რამდენია სრულიად საკმარისი, რათა გავჩერდეთ.
მეცნიერების მიერ დამტკიცებულია: „ჩასახვამდე და ჯერ კიდევ შთამომავლობის გაჩენამდე მომავალი დედა სწორად უნდა იკვებებოდეს, რათა საკუთარი ეპიგენეტიკური არასწორი ნივთიერებათა ცვლა არ გადასცეს მათ. ზედმეტი წონა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მასა… მისი სიჭარბე ბევრ სხვა რამეზე მეტყველებს და ეს ჭარბწონიანებმა ყველაზე კარგად იციან, ამიტომ გენეტიკას არაფერი დააბრალოთ და დააკვირდით რამდენს ჭამთ… და არანაირი წამება დიეტის სახით აღარ დაგჭირდებათ“.
ეს ნიშნავს, რომ ადამიანი განწირულია მუდმივად საკუთარ თავთან საბრძოლველად?
საკუთარ თავთან ბრძოლა არ ღირს. უნდა გსურდეს და მიდიოდე მისკენ… სულ ერთია რისკენ, ნებისმიერი ადამიანის „გენეტიკურ ნაკრებში“ შესაბამისი რესურსი ყოველთვის მოიძებნება… ამიტომ უკან დახევა არ ღირს.
ბილ გეიტსის — „მაიკროსფტის“ დამაარსებლის და მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის მაგალითიც კმარა იმის სამტკიცებლად, რომ გენეტიკურად ადამიანის მოცემულობას ახლავს მისი პირადი არჩევანი: ბილ გეიტსი პატარაობისას, ტექნიკას ჯდომის „ახირების“ გამო მშობლებმა ფსიქიატრთან კონსულტაცია გაატარეს. მისი რჩევით ბავშვს მასთან მიახლოება კვირაობით აეკრძალა. მოზრდილობისას მშობლების რჩევით ჩარიცხული იურიდიული ფაკულტეტიდან გაცდენების გამო გარიცხეს და გეიტსმა თავის დროზე მიაგნო და განავითარა გენეტიკურად მოცემულობა და დღემდე არ შორდება ტექნიკას.
შეძლებული ოჯახიდან იყო პატარა ბილი მაგრამ მისი ყმაწვილკაცობა ჯერაც კარგად ახსოვთ მის მშობლიურ ქალაქ სიეტლში: მუდმივად ტექნიკასთან ჯდომით თვალებდასიებული, კვირაობით დაუვარცხნელი და დაუბანელი… არავის ეგონოს, რომ სისუფთავე არ უყვარდა… უბრალოდ, არ ეცალა. მხოლოდ ამჟამინდელი კომპით გატაცებულებისგან განსხვავებით ბოროტად არ სარგებლობდა საკუთარი გენეტიკური ნაკრებით — შრომობდა — ქმნიდა. ცნობილია მის მეგობართან ერთად გაკეთებული პირველი უზარმაზარი კომპიუტერი რომ გაეყიდათ კარიდან კარზე დადიოდნენ, სანამ დაინტერესებულმა ფირმის მფლობელმა მისაღებში ჩაძინებულ ბილს უთხრა, დაებანა და მეორე დღეს მოსულიყო მოსალაპარაკებლად… მას უკან დაახლოებით 45 წელი გავიდა და ტექნიკური სიახლეების დიდ ნაწილს კაცობრიობა ბილ გეიტსს და მისნაირებს უნდა უმადლოდეს.

Loading…

ამბობენ ბილ გეიტსს მოუცლელობის გამო ჟურნალისტებისთვის ინტერვიუ მხოლოდ ერთხელ მიუცია და შეკითხვაზე რას მიირთმევთ ყველაზე ხშირადო, უპსუხია, ბუტერბროდებსო. კიდევ რა გიყვართო… რა კიდევ რამე საჭმელი არსებობსო, შეკითხვა შეუბრუნებია ბილ გეიტსს. ეს ხუმრობით, სერიოზული ის არის: რომ ფული ზედმეტი არასდროს არის და ამერიკელი მეწარმე და ფილანტროპი ერთ-ერთი რეკორდსმენია ქველმოქმედებისათვის გაღებული თანხების მიხედვით და ამჟამად მსოფლიოში ერთერთი გავლენიანი ადამიანი არასდროს ერთობა და ახალ-ახალი გამოგონებებით კიდევ უფრო ზრდის საკუთარ შემოსავალს, არა იმიტომ, რომ რამე არ ყოფნის, იმიტომ, რომ მისი გენეტიკური უნარი ისე განვითარდა გამოცდილება წინსვლისკენ უბიძგებს.
არადა, ადამიანის ფიზიკური და სულიერი კომფორტისთვისთითქოს ყველაფერი უკვე შექმნილი ჩანს.
არც ასეა საქმე. ბევრი მართლაც არის, მაგრამ უფრო მეტია საჭიროა. თუნდაც ნებისმიერი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ავიღოთ… ეს ისე მაგალითისთვის. მოდუნება ცუდი მეგობარია. ჩვენი თანხმობის შემთხვევაში გენეტიკა უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს… მშობლებმა — მოზრდილებმა იციან ცოდნის ძალა და შთამომავლობას მისი მიღებისკენ უბიძგებენ ხან წარმატებით, ხანაც წარუმატებლად, თორემ თავად გენეტიკა, უცვლელად ჩვენში და ჩვენთან არის. ძალიან ბევრს არც ბიძგი სჭირდება და არც ძალდატანება… და მადლობა ღმერთს, ბევრი ჭკვიანია ჩვენს გერდით.

მეცნიერთა აზრის და ნონა მალანიას ამ სიტყვების მხარდასაჭერად დავამატებ:
ცნობილია მოსკოვში მცხოვრები ქართველი ექიმი, რომელმაც თავის პროფესიაში ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომ მასთან მთელი რუსეთის ცნობილი მოქალაქეები მკურნალობენ. ამასთან ამ ექიმმა, იმის სამტკიცებლად, რომ ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია: ისწავლა ხატვა, შემდეგ სიმღერის ნიჭი განავითარა, დაწერა წიგნი. მართალია ყველაფერ ამას წლები მოანდომა, მაგრამ ისეთ მაღალ დონეებს მიაღწია, რომ საზოგადოება აალაპარაკა. აქ პირადად მასზე კი არა, ადამიანურ „გენეტიკურ კოდზეა“ ლაპარაკი, რომელიც თავად უნდა გახსნა და არა მხოლოდ ისე — „სპორტული ინტერესისთვის“, არამედ მისი სრულყოფილების მიღწევით შემოსავლის საუკეთესო წყაროდ აქციო.
ეს არის ოთარ (ოტია) სიჭინავა — ექიმი — აკადემიკოსი, რომელსაც შესანიშნავი წიგნი „ერთხელ პეტერბურგში“ ეკუთვნის.
ბედნიერი ვარ, რომ ისეთი მოსაუბრეები მყავს, რომელთაც მეცნიერების ბევრ დარგში შეუძლიათ პასუხის გაცემა. მოგვწერეთ რომელ თემაზე ისურვებდით პროფესიული დონის საუბარის ხილვას.

მადლობა ნონა მალანია! (ფოტოზე)

ქეთევან ჩემია, ისრაელი

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

გასაიდუმლოებული «შავი ჭირი» მოსკოვში — მსოფლიოს ეპიდემიების და პანდემიების გამოცდილება უხვად აქვს

Joni Kvaracxelia

Forbes- მა დაასახელა წლის ყველაზე წარმატებული და გაღატაკებული მილიარდერი

ქართველი გახდა, პლანეტის ყველაზე ძლიერი ადამიანი

დატოვე კომენტარი