როგორც მოგეხსენებათ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ინიციატივით მომზადებული კანონის პროექტი — 74 ხმით 22-ის წინააღმდეგ მიიღეს. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სამივე მოსმენით ორი პლენარული დღის განმავლობაში განიხილა და მიიღო. რათქმაუნდა იმ დეპუტატებს შორის ვინც ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა ერთ-ერთი იყო პარტია «კანონი და სამართლის» თავჯდომარე დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩარკვიანი. აი რას უწერს სოციალური ქსელის მომხმარებელი მაია გოგორიშვილის თამარ ჩარკვიანს ერთ-ერთ პოსტზე. «შევახსენებ ყველას 1978 წლის აქციაზე ნიჭიერთა ათწლედში ჩაკეტილები ვყავდით დირექციას რომ ქართული ენის დასაცავად არ გავსულიყავით, თაკო ჩარკვიანი კი ფანჯრიდან გაიპარა და მაინც გავიდა, ანდროპოვის რუსეთი გვიკრძალავდა გასვლას, ასე რომ გაიტანეთ ეს კანონი მაინც გავალთ-აღნიშნავს გოგორიშვილი კომენტარის ბოლოს.