სინამდვილეში, ზებრა არის შავი და თეთრი ზოლიანი და არა პირიქით. ვინაიდან შავი ზოლები გამოწვეულია სელექციური პიგმენტაციის გენეტიკური პროცესით (პიგმენტის არსებობა), ამიტომ შავი არის მთავარი პიგმენტი, ხოლო თეთრი ზოლები მისი არარსებობაა.
თითოეულ ზებრას აქვს შავი და თეთრი ზოლების უნიკალური ნიმუში, ისევე როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები. სწორედ ნახატიდან ცნობს დედას პატარა ზებრა. დაბადებიდად დედა მას საკუთარი სხეულით ფარავს რათა მან დაიმახსოვროს დედის ზოლები, რომ გაარჩიოს ნათესავებისგან. ზებრას არასოდეს არ ესხმის თავს ბუზი «ცეცე», რადგან ის ზებრას აღიქვამს, როგორც შავ და თეთრ ზოლს და არა ცხოველს.
Loading…