სხვადასხვა

«როგორც კი გავპრეზიდენტდები, პირველივე ნაბიჯი ირანთან უვიზო რეჟიმის დაკეტვა იქნება»-ნათელაშვილი

«ლეიბორისტული პარტიის» საპრეზიდენტო კანდიდატი  შალვა ნათელაშვილი  ტელეკომპანია «იბერიას» ეთერში, გადაცემაში «თავისუფალი სივრცე»  თავის საპრეზიდენტო დაპირებებზე საუბრობს, ის აგრეთვე აცხადებს, რომ როგორც კი პრეზიდენტი გახდება ირანთან უვიზო რეჟიმს დაკეტავს:

«მინდა მოგილოცოთ, დღეს 300 არაგველის ხსენების დღეა. ის გმირები ირანიზაციას ებრძოდნენ. იმ აღა მაჰმად შაჰს, იმ ნადირ შაჰს, შაჰ აბასს. საქართველო უნდოდა ირანულ-თურმქნული ტომების ჩამოსასახლებლად. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ ალბათ, რომ 200 წლის შემდეგ საქართველოში მოვიდოდა ერთი პატარა ნარკობარიგა და უვიზო რეჟიმს დაუწესებდა ამ 80 მილიონიან ქვეყანას. უდიდეს ცივილიაზაცია დღეს უდიდესი პრობლემები აქვს, ეკონომიკური, ფინანსური, მათ შორის გეოპოლიტიკური. ამერიკელი ანალიტიკოსების ვარაუდით, რომელიც გამოქვეყნდა მომავალ წელს 1 მილიონი ირანელი სტუმარი ჩამოვაო, არაფერი დარჩება საქართველოსგან და გამოვა, რომ იმ 300 არაგველს, მარტყოფელებს და მარაბდელების ბრძოლა წყალში ჩაიყრება. ამიტომ როგორც კი გავპრეზიდენტდები, პირველივე ნაბიჯი ირანთან უვიზო რეჟიმის დაკეტვა იქნება. იქნება ბინადრობის უფლების დამთავრება უცხოელი მეგობრებისათვის, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისთვის, რომ საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილონ. ამიტომ დიდი ეროვნული საფრთხის წინაშე ვდგავართ», — განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა

მადრიდის «რეალმა» ზიდანი დააბრუნა

Joni Kvaracxelia

ხუთმა ქართველმა იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი გაქურდა

დატოვე კომენტარი