სოცქსელი

“როგორც ანალიტიკოსი პროფესიონალ გრიგოლ ვაშაძეს ვენდობი,” – თეიმურაზ ზაქრაძე

გრიგოლ ვაშაძის გამოსვლა როგორც რიგითმა ამორჩეველმა ინტერესით მოვისმინე, რაც ქართულ პოლიტიკაში იშვიათია. როგორც წესი თითქმის ვეღარავის ვუსმენ. ეს იმას ნიშნავს რომ მოვისმინე პოლიტიკურად გააზრებული და სწორი გზავნილები რაც მომეწონა. შემდგომ ინტერვიუებშიც დავიჭირე კიდევ რაღაცეები, რაც კიდევ უფრო მომეწონა.
როგორც ანალიტიკოსი პროფესიონალ გრიგოლ ვაშაძეს ვენდობი. მჯერა რომ ეროვნული ინტერესები იცის და ჩვეული დიპლომატიური უნარებით მტკიცედ დაიცავს.
პირადად გრიგოლ ვაშაძის დიდი დამსახურებაა არაღიარების პოლიტიკის წარმატება და ზოგადად პირველი დიპლომატის რანგში მისმა უწყებამ პირწმინდად მოუგო დიპლომატიური ომი რუსეთს აგვისტოს ომის დროს და მერეც. ჩემთვის მისი ასეთი წარმატებული საქმიანობა არის ის პროფესიული “სავიზიტო ბარათი” რაც ყველაფერზე მეტყველებს და მისი მოწინააღმდგეების ბრალდებები “რუსულ აგენტობაზე” არის აბსურდული.
გარდა ამისა გრიგოლ ვაშაძე ჩემთვის ნამდვილად არ ასოცირდება იმ დროინდელ ნაცმოძრაობასთან, მისი დამოუკიდებლობა თვალშშისაცემია. და ამის უტყუარი დასტურია დღევანდელი ოპოზიციის პოლიტიკური ლანშაფტი. ენმ-ს ყოფილი აქტიური ლიდერები, ვინც რეალურად ქმნიდნენ ენმ-ის პოლიტიკას დღეს ცალკე პარტიაა და მათ თავისი კანდიდატი ჰყავთ.
ანუ რა გამოდის? ოპონენტებისთვის ენმ-ის ყოფილი ლიდერები აღარ ასოცირდებიან იმდროინდელ ენმ-თან და გრიგოლ ვაშაძე, რომელიც მათთან არ ყოფილა ის ასოცირდება? რბილად ამას რა დავარქვა არ ვიცი, ამიტომ გავჩუმდები.
“ევროპული საქართველოს” განყენებული პოზიცია და ცალკე კანდიდატი ოპოზიციის ერთიანობას არღვევს, ხელისუფლების თამაშის სასარგებლოა და ამცირებს ვაშაძის შანსებს. შეთანხმება მეორე ტურში ოპოზიციის გაერთიანებაზე მინიმუმ ავანტურულია. მეორე ტური შეიძლება სულ არ იყოს, როგორც მერის არჩევნების დროს მოხდა .
თუმცა არის კიდევ გარე ფაქტორები, მსოფლიოს პროცესები სწრაფად ვითარდება, ოქტომბრისთვის შესაძლოა ქვეყნისთვის ხელსაწყრელი ცვლილებებიც ვიხილოთ, თუმცა ამის იმედად ყოფნა მაინც არ ღირს.
ოპოზიციურად განწყობილ აქტივს კი სერიოზულად მოგიწევთ გადახედოთ საკუთარ მიდგომებს სიტყვებს, პოსტებს და კომენტარებს.
გახსოვდეთ პატივცემულო ოპოზიციურო საზოგადოება ყოველი თქვენი არასწორი სიტყვა გამოყენებული იქნება თქვენი კანდიდატის წინააღმდეგ.

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

“არავის გაგიკვირდეთ ხვალ ავტობანი გადაკეტონ ღორებმა!”-დავით ქაცარავა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“რა ლამაზი ყოფილა…”-ნანუკა ჟორჟოლიანი 15 წლის გარდაცვლილ მოზარდზე

Joni Kvaracxelia

“არ ცვლიდა ქართულ პასპორტს და ჯიუტად ელოდა დეოკუპაციას…”

roma sajaia

დატოვე კომენტარი