განცხადება/მიმართვა

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის მდგომარეობა?-თენგიზ ცერცვაძის განცხადება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმი თენგიზ ცერცვაძე საქართველოში მყოფ კორონავირუსით დაინფიცირებულ  3 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას აკეთებს:

“ამ დილით მივიღეთ პასუხი გუშინ აღებული მასალის გამოკვლევებით, რომლითაც დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა ახალი კორინავირუსით. ეს არის ახალგაზრდა მამაკაცი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც იმოზაურა ირანის ქალაქ ყუმში. ეს მესამე შემთხვევა ანალოგიურია პირველი შემთხვევის. ისიც იყო საქართველოს მოქალაქე, მანაც იმოგზაურა ქალაქ ყუმში, ასე, რომ ეს უკვე სერიოზული კერაა და ყველა იქიდან ჩამოსული პაციენტი იქნება განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. სამი დადასტურებული შემთხვევიდან ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაკავშირებულია ქალაქ ყუმში მოგზაურობასთან.

საბედნიეროდ, სამივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ახალგაზრდა ქალს აღენიშნება ტემპერატურის მცირე მატება – 37.1 გრადუსამდე. ამ ორს მამაკაცს კი, არანაირი კლინიკური სიმპტომები, ტემპერატურის მომატება არ აღენიშნება. მიუხედავად ამისა, ისინი იმყოფებიან ძალიან მჭიდრო კლინიკური მონიტორინგისა და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ”- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

“თუ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გაიმარჯვებს, უკრაინაში დავბრუნდები”-სააკაშვილი

როდიდან შემსუბუქდება “კომენდანტის საათი?”-ამირან გამყრელიძის განმარტება

roma sajaia

“ზურა ჯაფარიძე, რომელსაც თავის დროზე ივანიშვილმა ფული მისცა, რომ ენმ-დან წასულიყო და მერე დადგეს ეს ყალბი ამბავი ბასიანის…”-სააკაშვილი

დატოვე კომენტარი