სკანდალი

რისთვის ჩავიდა კახა კალაძე იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიაში?

კახა კალაძე კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა.

კომპანია IDO SRL-მა „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება ქალაქის დიდი ნაწილი.

2020 წელს თბილისი ახალი ნაძვის ხით შეხვდება. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, იტალიურმა IDO SRL-მა მიიღო, რომელიც “თბილსერვის ჯგუფს”, 25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხეს მიაწვდის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია ნაძვის ხესა და საახალწლო განათებებზე ₾2.8 მილიონს დახარჯავს.

თუმცა მერის იტალიაში ჩასვლა მხოლოდ საახალწლო ნაძვის ხის მონახულება როდი იყო. ის მის მეგობრებთან, არჩილ თალაკვაძესთან და ბექა ოდიშარიასთან ერთად კომოს ტბაზე,  საერთო მეგობრის დაბადების დღეზე მიიღებს მონაწილეობას.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ ემუქრება პარლამენტის წევრი მერაბ ღოღობერიძეს

Joni Kvaracxelia

“30 რომ მქონოდა ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო?” – რა უთხრა მაკო გომურს ექსპერტიზამ

ქართული ოცნების დეპუტატები ეწინააღმდეგებიან არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას

დატოვე კომენტარი