სკანდალი

რისთვის მივიდა ზურაბ ჟვანიას მეუღლე მიხეილ სააკაშვილთან?

ჟვანიას გარდაცვალებიდან არც ისე დიდი დრო იყო გასული, რბილად რომ ვთქვა, ძალიან საეჭვო და უცნაური რაღაცეების ლაპარაკი დაიწყეს ზურას ცოლმა და გოგლამ, რის შემდეგაც მიშამ სთხოვა ნინოს, რომ მასთან მისულიყო და ისიც მივიდა. მიშამ ჰკითხა: «ნინო, რაზეა ლაპარაკი, შენ ხომ ადგილზე იყავი და საკუთარი თვალით იხილე, სად — რა და როგორ მოხდაო, შენ ხომ ამ ტრაგედიის შემდგომაც ყველა პროცედურას ესწრებოდი და მაინც გგონია, რომ ვინმე რაღაცას მალავს ან სხვაგვარად არის რამეო»?
ნინომ უპასუხა: (და თუ რამეს არასწორს ვამბობ, მიჩივლოს სასამართლოში ) არა, ყველაფერი ვიცი რა, სად და როგორ იყო, სხვაგვარად არც არაფერი მგონია და შენთან არავითარი პრეტენზია არ მაქვს ან რა პრეტენზია შეიძლება შენთან მქონდეს, მაგრამ ერთი რამ კი მაწუხებს- კერძოდ ის რომ, როგორც ყველა პოლიტიკოსს, ზურასაც სავარაუდოდ ბევრი ფული ჰქონდა და ამ ფულის ამოღება მინდაო. გაკვირვებულმა მიშამ უპასუხა: მეც პოლიტიკოსი ვარ, მაგრამ ნამდვილად არ მაქვს ფული და არც ის მგონია, რომ ზურას რაიმე ფული ჰქონოდა და საიდან მოიტანო? ნინო პასუხობს: «ამის თქმა არ მინდოდა, მაგრამ ორი დღით ადრე ზურას ერთმა გავლენიანმა პირმა (პატარკაციშვილმა) მისცა ძალიან დიდი თანხა და ამ თანხის ნაწილი მაინც მინდა ამოვიღო, ეჭვი მაქვს დაცვის თანამშრომლებმა წაიღეს ფული და ამოღებაში დამეხმარე»-ო … მიშამ უპასუხა: ახლა გამოდის, რომ აქ ფულზე ვლაპარაკობთ ჩვენ?! ფულზე ვერ შევთანხმდებით ნინო!

მოგვიანებით გაირკვა, რომ პატარკაციშვილმა ჟვანიას მართლაც მისცა დიდი ფული და მათ შორის შედგა მოლაპარაკება იმაზე, რომ ზურას უნდა აემუშავებინა პატარკაციშვილის სასარგებლოდ საკუთარი ძმა — გოგლა. სინამდვილეში ძალიან ადვილი მისახვედრია თუ რა განზრახვა ჰქონდა პატარკაციშვილს, ზურაბ ჟვანიას და გოგლა ჟვანიას…

P.S. მიშას ტონობით ტალახი ესროლეს ნაძირლებმა და ნაძირლების მიერ გადარეულმა ხალხმა, სიმართლე კი იცოდა მხოლოდ მიშამ, ზურას ოჯახმა, დაცვის ბიჭებმა და რამდენიმე მისმა მეგობარმა. ნამუსი იმ ადამიანებმა შეუნახეს ზურას, ვინც ყველაზე დიდი რაოდენოს ტალახი მიიღო!საფლავში ატრიალა, ნამუსი არ შეუნახა მისმა ცოლმა, ძმამ, რამდენიმე «მეგობარმა», რომლებმაც მიშას დისკედიტაციის მიზნით დიდ ფულზე გაყიდეს ზურას პირადი ცხოვრება და ნათელი მოჰფინეს მას, რასაც მიშა, მისი დაცვის წევრები, ნამდვილი მეგობრები მალავდნენ და რაც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდა……
ვერც ქსპერტს აღიარებინეს დასკვნის გაყალბება, არც გვამის ეგსჰუმაცია ჩაატარეს, ვერც სისხლიან საფერფლეს მიაგნეს, არც დაუპატიმრებიათ არავინ, არც ბოდიში მოუხდიათ საზოგადოებისთვის, პირველი არჩევნებია, როცა საფლავში არ ატრიალებენ ზურას და საზოგადოებას არ ჰპირდებიან, რომ ძალიან ახლოსაა ის დღე, როცა სისხლიან საფერფლეს პირველ ნომრად ჩაწერენ საოცნებო სიის ათეულში, ოღონდ ზურას შვილის საქციელმა დღეს კვლავ ააფუთფუთა ნაძირლების ხროვა, რაზედაც ბევრის თქმა მინდა, მაგრამ ძალიან მეზარება!

მეგი გოცირიძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რას პასუხობს ნანა გეგეჭკორი თენგიზ ცერცვაძეს

«პატრიარქი ძალიან გაბრაზდა, როცა ჩემმა ძმამ ბიზნესების გარკვევა დაიწყო და პატრიარქის ოჯახს შეეხო“-დეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალური წერილი «მატროსოვის ციხიდან»

დავით გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელი დაკითხეს

დატოვე კომენტარი