რისთვის აუკრძალა იღუმენია თამარს პატრაირქმა ზიარება?

0
1671

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ იღუმენია თამარს (გამყრელიძე) ზიარება აუკრძალა რაც მისივე ბრძანებით დაადასტურა. თავის მხრივ იღუმენია თამარი უკმაყოფილოა და ბრძანებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

«კიდევ ერთი საქართველოს ეკლესიის მარგალიტ დეკანოზ მიქაელ ბოტკოველთან ერთად, რომელმაც, მე იღუმენია თამარ გამყრელიძე, სიმართლისათვის, სამართლიანობისათვის და მართალი მღვდელმთავრის გვერდში დგომისათვის, უზიარებლობით დამსაჯა და უფრო მეტი ბოროტება ჩაიდინა. მხოლოდ საკუთარი სირცხვილის, თავისი უღირსების გადასაფარავად პასუხისმგებლობა პატრიარქს დააკისრეს და სადამსჯელო ბრძანება მისი ფაქსიმელიით გამომიგზავნეს. სად არის საპატრიარქოს კიდევ ერთი მთავარი ფიგურა ე.წ ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი?! ვაი შენდა დღევანდელო საქართველის საპატრიარქოვ! უფალმა განწმინდოს, სიმართლის, ჭეშმარიტების ზეიმი ქრისტეშობა გაგვითენოს და დაგმოს ყოველივე ფარისევლობა, ფარისევლობის მსახურება და ფარისევლური ალილო!“, – წერს იღუმენია.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ