რიკოთის გვირაბში მიმდინარე წლის 3 ივნისს საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

0
409

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით რიკოთის გვირაბში მიმდინარე წლის 3 ივნისს, 08:00 საათიდან, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

«შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გაცნობებთ, რომ რიკოთის გვირაბში დაგეგმილ პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 3 ივნისს, 08:00 საათიდან, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლით გზაზე. გვირაბში დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება.»-აღნიშნულია განცხადებაში

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ