განცხადებები

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი მზად არის, შეასრულოს მედიატორის როლი და რუსეთ-უკრაინის სამიტს უმასპინძლოს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზად არის, რუსეთ-უკრაინის სამიტს უმასპინძლოს.

თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა იზრდება და დაძაბულობის განსამუხტად თურქეთი მზად არის, შეასრულოს მედიატორის როლი და უმასპინძლოს რუსეთ-უკრაინის სამიტს ვლადიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით.

ამასთან, ერდოღანის თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი და ევროპის ქვეყნების ლიდერები ვერ ახერხებენ სიტუაციის დასტაბილურებას და არსებული დაძაბულობის მშვიდობიან მოგვარებაში წვლილის შეტანას.

„დღეს ევროპაში ლიდერის არსებობის პრობლემაა. ადრე, მნიშვნელოვან საკითხებში წამყვანი როლის შესრულებას საკუთარ თავზე ანგელა მერკელი იღებდა. დღეს ასეთი ლიდერები არ არიან”, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«უნდა შევცვალოთ ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნებში, რათა ჩვენი ქვეყანა დაჩქარებული წესით შევიყვანოთ ევროკავშირში…»-ბოკუჩავა

roma sajaia

«ამ ტყვიებს ყოველთვის გამოვიყენებთ»-გიორგი გახარია

ოფიციალური პარიზის განცხადებით, საფრანგეთის საელჩო უკრაინაში ძალიან მალე ლვოვიდან კიევში დაბრუნდება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი