მსოფლიოში

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა თურქეთი ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ევროპული შეთანხმებიდან გაიყვანა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში გაზრდილი ოჯახური ძალადობის მიუხედავად, თურქეთი საერთაშორისო შეთანხმებიდან გამოიყვანა, რომელიც ევროკავშირთან ქალთა უფლებების გაძლიერების მიზნით 2011 წელს გაფორმდა.

ევროპის საბჭოს შეთანხმება, რომელსაც სტამბულში მოეწერა ხელი, ოჯახური ძალადობის პრევენციას, დევნას და აღმოფხვრას ითვალისწინებდა, ისევე როგორც, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს თურქეთში ოჯახური ძალადობის შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა, ერდოღანის პარტიას ოფიციალური განმარტება შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე არ გაუკეთებია. გასულ წელს მმართველი პარტია ამბობდა, რომ ხელშეკრულების შინაარსთან უთანხმოება ქალთა დაცვის და მათ მიმართ ძალადობის აღმოფხვრის გზებზე არსებობდა.

ქალთა უფლებების გარანტი არსებული რეგულაციები და დადგენილებებია, განსაკუთრებით ჩვენს კონსტიტუციაში. სასამართლო სისტემა საკმარისად დინამიკური და ძლიერია იმისთვის, რომ ახალი, საჭირო რეგულაციები დაინერგოს», — განაცხადა ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრმა ზეჰრა ზუმრუთმა, თუმცა შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ განმარტება არც მას გაუკეთებია.

ხელშეკრულების მიმართ პრეტენზიები თურქეთის კონსერვატორულ მოსახლეობას და ხშირ შემთხვევაში, თანასწორობის იდეის მოწინააღმდეგეებს აქვთ. მათ მიაჩნიათ, რომ შეთანხმება საფრთხეს უქმნის არსებულ საოჯახო სტრუქტურებს. ისინი ასევე სტამბულის კონვენციის იმ ნაწილს ეწინააღმდეგებიან, რომელშიც სექსუალური ორიენტაციისა და სხვა ნიშნის ნიადაგზე დისკრიმინაციაა დაგმობილი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

შესაძლოა დაიხუროს «Яндекс.Новости»

სომხეთში კარანტინი იანვრამდე გახანგრძლივდა

ირანში, კორონავირუსით დაავადებულთა საავადყოფოს ცეცხლი წაუკიდეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი