კორონავირუსთან დაკავშირებით, რესპუბლიკურ საავდმყოფოში მოქალაქეების საგანგებო მიღება გაიმართება.
“საავადმყოფოებში მოქალაქეების ძალიან დიდი ნაკადების მიმართვიანობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპისთვის, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართება პაციენტების საგანგებო მიღება და ეს იქნება ემერჯენსცენტრი.
გთხოვთ ყველა მოქალაქეს, ვისაც გაგაჩნიათ საჭიროება, რომ მიმართოთ ექიმს, მიმართეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საიდანაც პაციენტებს, საჭიროებისამებრ გადაამისამართებენ, იქნება ეს თვითიზოლაცია, საკარანტინე ზონა, ინფექციური საავადმყოფო თუ ოჯახის ექიმი”-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ
Loading…
