თამარ კორძაიას შემდეგ «რესპუბლიკური პარტია» ლევან ბერძენიშვილმაც დატოვა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს თვითონ ლევანმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტისს თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის გადაწყვეტილებამ უბიძგა ამაში.
«ფრაქცია, რომელიც შეიქმნა პარლამენტში და რომლის თავმჯდომარეც იქნება ხათუნა სამნიძე, ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი შემადგენლობის გამო. ყველა მიუღებელია იმიტომ, რომ ყველამ გადადგა უზნეო ნაბიჯები. ამას თუ ახსნა სჭირდება, მე ამას არ ავხსნი… თამარ კორძაია იბრძოდა იმისთვის, რომ რესპუბლიკელები პარლამენტში ყოფილიყვნენ დამოუკიდებელები. ამას ვერ მიაღწია და დავკარგეთ თამარ კორძაია. პარტია, რომელიც თამარ კორძაიას ვერ ინარჩუნებს, ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ» — განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
Loading…