ისლანდიის დედაქალაქთან ვულკანი ამოიფრქვა.
ვულკანი რეიკიავიკიდან 30 კილომეტრის მოშორებით, სუდურნესის რეგიონში ამოიფრქვა, რასაც გასულ კვირებში წინ უძღოდა ათასობით მცირე მიწისძვრა.
თავდაპირველი ამოფრქვევიდან დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ, ლავამ თითქმის ერთი კვადრატული კილომეტრი (დაახლოებით 200 ფეხბურთის მოედანი) დაფარა. ამოფრქვევის გამო გაჩენილი ნაპრალის სიგრძე დაახლოებით 500-დან 750 მეტრამდეა.
Loading…
