ფეოდალური ქვეყანა ვართ მმართველობის თვალსაზრისით დღემდე, ამიტომ გვჭირდება ჯორჯ ვაშინგტონის მაგვარი მამაცი, გაბედული მმართველი, რომელიც «მეფობაზე» იტყვის უარს..
ნაპოლეონმა უარი ვერ თქვა და რევოლუციის შედეგად სულაც იმპერატორი გახდა, ვერც ქართველი პოლიტიკოსები ამბობენ უარს და კი ვართ ამ დღეში.
ლიდერს წესიერება და პატიოსნება თავისთავად უნდა ჰქონდეს, მაგრამ მარტო ეს არ კმარა… დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტური ნება და ცოდნა, იდეები და ამ იდეების რეალიზების ზუსტი გზები, მოკლედ პროფესიონალიზმია საჭირო… სრულიად ახალი მმართველობის სტილის დანერგვა არის საჭირო რისი გამოცდილება უბრალოდ არ არსებობს..
მართვის სტილის შეცვლა ბევრად რთული რამეა და მმართველების უმეტესობა თავისი ნებით ვერ იზამენ…ფეოდალიზმის სტილია ყველას კონტროლი, ცდილობს ადამიანების მართვას, რაც მუდამ პრობლემებია. დემოკრატიული მმართველობა კი მართავს პროცესებს, რაც კონკურენტუნარიანი და მდგრადია სწორედაც, ოღონდ ეს სულ სხვა მენტალობაა, ამიტომაც არის ვაშინგტონი დიადი და დაფასებული.
მოკლედ რომ ვთქვა მმართველობაში რევოლუცია არის საჭირო…
გამოჩნდება პოლიტიკოსი რომელიც მზად იქნება თავისი გავლენაც კი დაკარგოს ოღონდ დანერგოს სისტემა რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის მმართველობის გარემოს?
გარდა ამისა სწორედ დემოკრატიული მმართველობის სტილია ოლიგარქიული თუ ავტოკრატიული მმართველობის დამარცხების გარანტია. ანუ ძალაუფლება რომ წაართვა ოლიგარქს უკვე დემოკრატიული მმართველობა უნდა იცოდე და მართავდე პროცესს. ისე არ გამოვა რომ ჯერ ძალაუფლებს წავართმევთ დ მერე დავნერგავთ.. ვერ წაართმევს მცირე ფეოდალი დიდ ფეოდალს ძალაუფლებას, აი დემოკრატი კი იოლად წაართმევს დიდ მეფეს ტახტს, ოღონდ თვითონ ამ «ტახტზე» აღარ უნდა დაჯდეს,..
ჩვენ სულ მარტივად გვაქვს საქმე… ვინც იბრძოლებს და აღადგენს თავისუფალ ბაზარს, ის გაიჩენს უამრავ მტერს მმართველობის სისტემაში, სამაგიეროდ ექნება დიდი მხარდაჭერა ხალხისგან…
თავისუფალი ბაზარი იქნება ის გარემო საიდანაც მასიურად დაიწყება დემოკრატიული მმართველობის ათვისება..
ჰოდა მმართველს ვინც ამ «მსხვერპლზე» წავა ვაშინგტონის დიდება და დაფასება ექნება გარანტირებული საქართველოს ისტორიაში.
ფოტოზე: მონასპა — სამეფო გვარდია ანუ ელიტარული სპეც დანიშნულების ნაწილი ფეოდალური საქართველოში