რეგულარული ფრენები პირველ იანვრამდე გადაიდო

0
148

საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა 2021 წლის 1 იანვრამდე გადაიდო. შესაბამისი ნოტამი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე გამოსცა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, შეზღუდვები 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი, პარიზი, რიგა, დოჰა, ვარშავა, ათენი, ამსტერდამი, ვენა, ბერლინი, მილანი.

შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე: რიგა, კატოვიცე, ვილნიუსი, დორტმუნდი.

ცნობისთვის, საქართველოს ცა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჩაიკეტა. თავდაპირველად საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა 1-ლი ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1-ელ აგვისტომდე, შემდეგ 1-ელ სექტემბრამდე, მოგვიანებით კი, 1-ელ ოქტომბრამდე გადაავადა. ბოლო გადავადება 1 ნოემბრამდე მოქმედებდა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ