ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე ორ თვეზე მეტია, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია გრძელდება.
გამყრელიძის თქმით, სწორედ ამის საფუძველზე მიიღეს თებერვალსა და მარტში შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება. გვაქვს ინფორმაციები ჩვენი რეგიონებიდან და, სამწუხაროდ, რეგიონებში პირბადის ტარების კულტურის დაცვა ქვემოთ მოდის, რაც იმის სიგნალია, რომ შესაძლოა, ეპიდვითარება გაუარესდეს, თუ წესი ჩვენ წესად არ ვაქციეთ ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში და არ დავიცავით. ბოლო დროს, ერთ დონეზეა როგორც დადებითობის, ისე ინციდენტობის მაჩვენებელი, ქვემოთ არ მოდის, ეს სიგნალია, რომ შემსუბუქების ფონზე მოსალოდნელია, რისკია, რომ შემთხვევების რაოდენობამ მოიმატოს. ამიტომ გთხოვთ ყველა ტელეარხს, მასმედიის საშუალებას, ბევრი ვისაუბროთ ამ საკითხზე, რადგან ჩვენ თუ ისევ ისე გავთამამდით, როგორც შარშან ზაფხულში და მივიღეთ სერიოზული აფეთქება, ახლაც შესაძლებელია, მსგავსი სიტუაცია დადგეს. თუ ჩვენ მარტსა და აპრილს გავივლით დაახლოებით ამ მასშტაბის ეპიდვითარებით, რომელიც დღეს გვაქვს, მაშინ ცხელ პერიოდში შევალთ კარგი მაჩვენებლით და, დიდი ალბათობით, უკვე ზაფხულში ეპიდსიტუაცია აღარ გაუარესდება. ძალიან ბევრია დამოკიდებული, ჩვენ როგორ შევასრულებთ რეკომენდაციებს“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.