სოცქსელი

„რეალური ბიძინიზმი…ქართველები უფსკრულის პირას ვდგავარათ»-გურამ ქართველიშვილი

პროექტის „გააგრძელე საქართველოს ისტორია»ავტორი და  წამყვანი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში «რეალური ბიძინიზმზე»  წერს:

„რეალური ბიძინიზმი

იმდენი ფული აქვს ჯიბიდან თუ ბიუჯეტიდან გადაბნეული თავზე ინტელიგენციაზე, პოლიტიკოსებზე და ბიუროკრატიაზე, იმდენი ქართული მიწის გამსხვისებელი და აზიელის შემომსახლებელი ყავს დაპურებული ივანაშვილს, რომ მხარდამჭერი არ აკლია. თანაც მთელ ამ ბიძინას საფეოდალოს, ლგბტ-ს სამსახურში ჩამდგარი და არასამთავრიბოებში დაფრთიანებული მაჯლაჯუნა «პოლიტიკოსები» მართავენ და მათ იდეოლოგიაზევე დგას ბიძინა თავისი მაფიოზურ—აფერისტული პოზით. ფული ბევრი აქვს მაგრამ უწიგნურმა მეტი სისტემა ვერ შექმნა რადგან ტვინი, რომელიც მუდმივად შოვნაზე მუშაობს და ქველმოქმედებაც მონაგებიდან აქვს განაწილებული უფრო დიდი მოგების შედეგისთვის, ქართულ სახელმწიფოს ვერ წაუძღვება. ამიტომ განათლება დეგრადირებული აქვს, ქართული კულტურული პროცესი საგულდაგულოდ მომსპარი, ახალგაზრდობა ნარკოტიკებზე შესმული და ღამის » ბასიანებში» შეყრილი. ასეთი დღევანდელობა კი სრულებით აკმაყოფილებს ნეოლიბერალი- გლობალისტებისგან და ლგბტ მსოფლიო ლობისგან ,,გაპრავებულ» ბიძინიეს. ის ამ ხერხით საქართველოს აბორიგენ მოსახლეობას ვისაც პრეტენზია აქვს ამ მიწის ბატონ-პატრონობაზე თანდათან გაანეიტრალებს, ქვეყნიდან გაყრის და აქაურობას ისე მოაწყობს როგორც ეს მის მაფიოზურ ოჯახს მოეხასიათება. ამიტომაც აქვს ამ სუპერაფერისტს საქართველოს მიწის დაგლეჯა-ხელში ჩაგდების ყველა მოსურნე ძალასთან კავშირი და ამიტომაც უსრულებს მათ ნებისმიერ ანტიქართულ დავალებებს.

ესაა რეალობა ქართველებო და ამიტომაც დგანან ერის დამაძღრები მის დასაცავად თავიანთი — «დაიცავი საქართველოებით» და ამიტომაც ვდგავართ ბიძინიეს ახირებულ ხასიათზე დამოკიდებული ქართველები უფსკრულის პირას. ხოლო ამ კლანურ-მაფიოზურ სინდიკატს ჩვენვე ვკვებავთ ჩვენივე ინერტულობით.

გურამ ქართველიშვილი“

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ვარლამს შემოვევლე…ხელისუფლებას არ ვებრძვითო და აბა მე მიცხადებ ულტიმატუმს ჩემიკაი?»-სარიშვილი გოლეთიანს

roma sajaia

«გუშინდელი ეთერის შემდეგ საბოლოოდ გამეფანტა «ევროპული საქართველოს» პროდასავლურობის და ოპოზიციურობის ილუზიები»

Joni Kvaracxelia

«ვალენტინობა არა ის… ოღონდ შენ იყო, ყველა დღე დღესასწაულია…“-მამა პეტრე

დატოვე კომენტარი